ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "ლივერკუზენის" კარში - ვიდეო - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "ლივერკუზენის" კარში - ვიდეო

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ გასვლაზე „ბაიერს“ 4:1 ამარცხებს.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პაჩომ თავურით დააწინაურა. კვარაცხელიამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ საჯარიმოში ეჩევერისთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ზაბარნის მოხვდა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ გრიმალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე შანსი პარიზელებს მიეცათ, როდესაც მეილიუს დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს. 33-ე წუთზე კი დუეს ანდრიხმა თავში იდაყვი ჩაარტყა, გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა, მათი კაცნაკლულობა დიდხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან საჯარიმოში ზაბარნიმ პოკუ წააქცია, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და თერთმეტმეტრინით ანგარიში ალეშ გარსიამ გაათანაბრა. პარიზელებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა - ხვიჩას გადაწოდებულ ბურთს დუემ ფლეკენის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში „კვარამ“ თავად დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ამითაც არ დაკმაყოფილდა „პარი სენ ჟერმენი“ და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუემ დუბლი შეასრულა.

წყარო