"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეძავს მეძახდნენ..." - კირა ნაითლი იხსენებს, რა მოჰყვა მის პოპულარობას "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მონაწილეობის შემდეგ - კვირის პალიტრა

"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეძავს მეძახდნენ..." - კირა ნაითლი იხსენებს, რა მოჰყვა მის პოპულარობას "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მონაწილეობის შემდეგ

"ლონ­დონ თა­იმსთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი კირა ნა­ით­ლი იხ­სე­ნებს იმ სირ­თუ­ლე­ებს, რისი გა­მოვ­ლაც მო­უ­წია "კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბის“ პო­პუ­ლა­რო­ბის პი­კის დროს. მისი თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბი პა­პა­რა­ცე­ბის ყო­ველ­დღი­ურ თვალ­თვალ­ში ცხოვ­რობ­და.

"შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­დნენ, მე­ძავს მე­ძახ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ვინ­მეს­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ძმას­თან ან მა­მას­თან ერ­თად. ისი­ნი მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით ჩემ­გან აგ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­დნენ“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ნა­ით­ლი იხ­სნებს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე ტან­საც­მელს იც­ვამ­და, რათა ტაბ­ლო­ი­დე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ ყო­ფი­ლი­ყო მისი ტან­საც­მე­ლი მო­ი­ცავ­და ერთი ტი­პის სამ წყვილ ჯინ­სის შარ­ვალს, ზო­ლი­ან მა­ი­სურს და ბა­თინ­კებს.

"როცა პა­პა­რა­ცის ვხე­დავ­დი, უბ­რა­ლოდ, გავ­ჩერ­დე­ბო­დი და გა­უნ­ძრევ­ლად ვი­დე­ქი ხოლ­მე. ერთხელ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხუთი სა­ა­თი ვი­ყა­ვი“. - ამ­ბობს ის. ამ პე­რი­ოდ­ში ნა­ით­ლი მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­საც კი ფიქ­რობ­და.

კირა ნა­ით­ლი 18-ის იყო, როცა "კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბი“ გა­მო­ვი­და და მსა­ხი­ობ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. ის ამ­ბობს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა "დიდ ფა­სად“ მი­ი­ღო.

ambebi.ge