თსუ-სთან აქცია - "არ აწამო" მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თსუ-სთან აქცია - "არ აწამო" მიმდინარეობს

თსუ-სთან აქცია - "არ აწამო" მიმდინარეობს თსუ-სთან სტუდენტების აქცია - "არ აწამო" მიმდინარეობს.

სტუდენტები ციხეებში პატიმრების წამებასა და არადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი მანამდე გააგრძელებენ აქციას, სანამ არ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელსაც წვლილი მიუძღვის ციხეში მომხდარ ძალადობებში.

ასევე, სტუდენტებს აქვთ პლაკატები - "ჩვენ გაბრაზებულები ვართ", "სიკვდილის მანქანა", "გამო-ცოცხდი".

სავარაუდოდ, თსუ-დან სტუდენტები პროკურატურის მიმართულებით მოაწყობენ მსვლელობას და შს მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: სტუდენტების ხალხმრავალი და ხმაურიანი მსვლელობა მელიქიშვილის გამზირზე