ჟან კლოდ მინიონი - მე ვიყავი შოკირებული და შეძრწუნებული კადრებით, რომელიც ციხეში პატიმრების შეურაცხყოფას ასახავს - კვირის პალიტრა

ჟან კლოდ მინიონი - მე ვიყავი შოკირებული და შეძრწუნებული კადრებით, რომელიც ციხეში პატიმრების შეურაცხყოფას ასახავს

ჟან კლოდ მინიონი - მე ვიყავი შოკირებული და შეძრწუნებული კადრებით, რომელიც ციხეში პატიმრების შეურაცხყოფას ასახავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი გლდანის # 8 საპყრობილეში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს შემაძრწუნებელს უწოდებს.

"მე ვიყავი შოკირებული და შეძრწუნებული ქართული მედიით გავრცელებული იმ კადრებით, რომელიც საქართველოს ციხეში მცველების მიერ პატიმრების შეურაცხყოფას ასახავს. გაუსაძლისი სისასტიკე მოხდა ქვეყანაში, რომელიც ევროსაბჭოს წევრია. პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა დამნაშავეების დასჯის ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ ყველა - ნებისმიერ დონეზე, ვისაც მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად დასჯილი", - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.

ამასთან, ჟან კლოდ მინიონი ქართულ მხარეს წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს ახსენებს და მიმართავს, რომ აღნიშნული რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს, რათა მსგავსი სიტუაციები აღარასდროს განმეორდეს.