გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა - ავარიას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, ქვეითი საგარეჯოს საავადმყოფოსთან გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"