“ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი” - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი? - კვირის პალიტრა

“ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი” - რას წერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

„დრო ყველაფერს აჩვენებს….

ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.