"დააკავეს გამორჩეული და ნათელი გონების ორი თაროელი, ნეკა ნათელაშვილი და ნუკრი კაკულია" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
დააკავეს "წიგნების თაროს" მონაწილეები, ინფორმაციას ნეკა ნათელაშვილისა და ნუკრი კაკულიას დაკავების შესახებ გადაცემის ფეისბუქგვერდი ავრცელებს:
"გრძელდება რეპრესიული კანონების აღსრულება და სისტემის მიერ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდების დევნა.მათ შორის, ამ საღამოს დააკავეს გამორჩეული და ნათელი გონების ორი თაროელი, ნეკა ნათელაშვილი და ნუკრი კაკულია. ვუცხადებთ სოლიდარობას და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას!