"გახდი ბესტსელერი 2025 წლის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე ხელმისაწვდომია - გაეცანი ახალ ავტორებს - კვირის პალიტრა

"გახდი ბესტსელერი 2025 წლის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე ხელმისაწვდომია - გაეცანი ახალ ავტორებს

მკი­თხველს უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, „პა­ლიტ­რა L-ის“ ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს გა­ეც­ნოს.

2025 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში, ასე­ვე „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

გა­ი­ცა­ნით ახა­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდნენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ას­პა­რეზ­ზე:

ტატო მო­დე­ბა­ძე - „ქორ­წი­ლამ­დე წა­სა­კი­თხი“

ალექ­სან­დრე ელოშ­ვი­ლი - „რო­მა­ნი.GE… ანუ ჟამი კლას­ტე­რო­ბი­სა“

ტატო მო­დე­ბა­ძე პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, მას ბევ­რი ჰობი აქვს: პო­ლი­ტი­კა, ის­ტო­რია, მუ­სი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, სპორ­ტი. თუ აქამ­დე მის მო­თხრო­ბებს ნაც­ნო­ბე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, დღეს დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ვი­და და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია მისი იუ­მო­რით და­წე­რი­ლი, ცო­ცხა­ლი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ტექ­სტე­ბის წა­კი­თხვა, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს. ტა­ტოს იუ­მო­რი­სა და თვი­თი­რო­ნი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი შეგ­რძნე­ბა აქვს, რაც მის ტექ­სტებ­შიც აი­სა­ხა.

rxb3oedo-1761220647.jpeg

თა­ვად ავ­ტო­რი და მისი მენ­ტო­რი, და­ვით გა­ბუ­ნია გვი­ზი­ა­რე­ბენ მო­ლო­დი­ნებს წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ:

ტატო მო­დე­ბა­ძე, ავ­ტო­რი: „შთა­გო­ნე­ბა, რა თქმა უნდა, რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა არ­ცერ­თმა მათ­გან­მა არ იცის, რო­მელ გმირს გა­მო­სა­ხავს. ხუმ­რო­ბე­ბი ნამ­დვი­ლია და მათ პე­რი­ო­დუ­ლად ვი­მახ­სოვ­რებ­დი ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან, რო­დე­საც მომ­წონ­და ხოლ­მე მათი ნათ­ქვა­მი. მე გპირ­დე­ბით, რომ ვინც ამ წიგნს წა­ი­კი­თხავს, აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვის შიგ­ნით რა­ღა­ცას, რა­ზეც მუც­ლის ატ­კი­ვე­ბამ­დე იცი­ნებს, ეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­წყე­ბი მწერ­ლე­ბის­თვის, რად­გან მათ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვი­ან­თი ნო­ვე­ლე­ბი, რო­მა­ნე­ბი თუ მო­თხრო­ბე­ბი წიგ­ნად გა­მო­ი­ცეს და მკი­თხველ­მა შეძ­ლოს მათი გაც­ნო­ბა“.

bhn2dyir-1761220647.jpeg

და­ვით გა­ბუ­ნია, მენ­ტო­რი: „როცა ამ წიგ­ნის ჟანრ­ზე ვსა­უბ­რობთ, ბევ­რნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა მისი აღ­წე­რა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ერ­თდრო­უ­ლად არის იუ­მო­რი, სა­ტი­რა, სარ­კაზ­მი და პრო­ტეს­ტი. რო­დე­საც გეს­მით სი­ტყვა იუ­მო­რი, რაც თავ­ში მოგ­დით, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დაა ამ წიგნ­ში, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ იუ­მორ­სა და ხა­ლისს მიღ­მა, რო­გორც ყო­ველ­თვის არის მწა­რე სა­ფუძ­ვე­ლი, სხვა­ნა­ი­რად ტექ­სტე­ბი სა­სა­ცი­ლო არ გა­მო­დის ხოლ­მე“.

რაც შე­ე­ხე­ბა „რო­მა­ნი.GE-ის“ ავ­ტორს, სან­დრო ელოშ­ვილს, ის სცე­ნა­რის­ტი, ქო­ფი­რა­ი­თე­რი, ბლო­გე­რი, მწე­რა­ლი და ინფლუ­ენ­სე­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრე­ე­ბი მას თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით აქამ­დეც იც­ნობ­დნენ.

ახლა უკვე წიგ­ნის ავ­ტორ­მა თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის სცე­ნა­ზე მსა­ხი­ო­ბო­ბით და­ი­წყო და დღეს უკვე თა­ვად დგამს სპექ­ტაკ­ლებს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­დან რე­გი­ო­ნულ თე­ატ­რში. და­წე­რი­ლი აქვს პი­ე­სე­ბიც. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კი სცე­ნა­რე­ბის წე­რის პრო­ცეს­მა სრუ­ლი­ად ახა­ლი ფორ­მა მი­ი­ღო ასე და­ი­ბა­და „რო­მა­ნი.ge“, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯერ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გახ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2025-იც“ გა­ი­მარ­ჯვა და უკვე მკი­თხვე­ლის­თვის მისი სრუ­ლი ვერ­სი­აა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სან­დრო ელოშ­ვი­ლი, ავ­ტო­რი: „ესაა ამ­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ნა­ხავს, მათ­ზე მსმე­ნია, ან გა­მი­ფიქ­რია. შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მე ასე და­ვი­ნა­ხე, მე ასე და­მა­მახ­სოვ­რდა. სხვა მხრივ გა­მო­გო­ნია ყვე­ლა­ფე­რი, ასე კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რია და პერ­სო­ნა­ჟი არ გად­მო­მი­ტა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი სა­ხე­ლი და გვა­რი ჩემი მე­გობ­რე­ბი­საა. ქრთა­მებ­საც ვი­ღებ­დი, ვინც ჩემ­თან მო­დი­ო­და სტუმ­რად, თუკი კო­ლოფ სი­გა­რეტს წა­მო­მი­ღებ­და, მის სა­ხელს ან გვარს რო­მან­ში მო­ვახ­ვედ­რებ­დი. შე­იძ­ლე­ბა პერ­სო­ნაჟს სა­ხე­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის ჰქვია, ხა­სი­ა­თი მე­ო­რე­სი აქვს და წარ­მო­სახ­ვი­თი ვი­ზუ­ა­ლი მე­სა­მე­სი. მოკ­ლედ თავ­ში დაგ­რო­ვი­ლი კად­რე­ბის კრე­ბუ­ლია“.

30hd4ion-1761220647.jpeg

ავ­ტო­რე­ბი ელი­ან მკი­თხვე­ლის­გან უკუ­კავ­შირს თა­ვი­ანთ პირ­ველ წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათი თქმით, წერა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია და შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლო­დაც გა­აგ­რძე­ლონ.

გა­ე­ცა­ნით თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და თვა­ლი მი­ა­დევ­ნეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს „პა­ლიტ­რა L-თან“ ერ­თად.

R