"თქვენ ასაკს ვითვალისწინებ..." - 64 წლის ლია მუშკუდიანს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

"თქვენ ასაკს ვითვალისწინებ..." - 64 წლის ლია მუშკუდიანს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

64 წლის ლია მუშკუდიანი, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას თქმით, მან ლია მუშკუდიანის ასაკი გაითვალისწინა და მას 3 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ლია მუშკუდიანს შსს 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

"ინტერპრესნიუსი"