პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ტექნოლოგიურ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების აკრძალვისკენ მოუწოდებენ
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ტექნოლოგიურ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების აკრძალვისკენ მოუწოდებენ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ხელოვნური ინტელექტის პიონერებსა და ნობელის პრემიის ლაურეატების სპეციალურ განცხადებას შეუერთდნენ, რომლის თანახმადაც, აკრძალვა ძალაში უნდა დარჩეს მანამ, ვიდრე არ მიიღწევა "ფართო სამეცნიერო კონსენსუსი“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს: ხელოვნური ინტელექტის პიონერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯეფრი ჰინტონმა, Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა, ბრიტანელმა მეწარმემ რიჩარდ ბრენსონმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა სიუზან რაისმა, ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა მერი რობინსონმა და ბრიტანელმა მწერალმა და მაუწყებელმა სტივენ ფრაიმ. ხელმომწერებს შორის არიან სხვა ნობელიანტებიც: ბეატრის ფინი, ფრენკ ვილჩეკი, ჯონ ს. მაზერი და დარონ აჯემოღლუ.
განცხადება, რომელიც მიმართულია მთავრობების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კანონმდებლების მიმართ, ორგანიზებული იყო აშშ-ში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ჯგუფის, Future of Life Institute-ის (FLI) მიერ. მათი მთავარი მოთხოვნა ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების შეჩერებაა.
ხელოვნური სუპერინტელექტი (ASI) არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მყოფ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებიც ყველა კოგნიტიურ ამოცანაში აღემატება ადამიანის ინტელექტის დონეს.