ორი საჩუქარი თქვენს გაზეთში - სპეციალურად „დოკუმენტების საცავისთვის“!
„კვირის პალიტრის“ მკითხველს გაზეთის 27 ოქტომბრის ნომერში სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. ის ერთდროულად ორ საჩუქარს მიიღებს - სპეციალურად „დოკუმენტების საცავისთვის“.
მკითხველს გაზეთში დახვდება „გენეალოგიური ხე“. შეავსეთ მისი შტოები და მიხვდებით, რა ძალა აქვს წინაპრების გახსენებას - უსათუოდ შეიგრძნობთ იმ სისხლის ხმაურს, რომელიც წინაპრებიდან, თქვენი ფესვებიდან თქვენს ძარღვებში გადმოვიდა. უმნიშვნელოვანესია თაობებს შორის კავშირი და იმის გახსენება, თუ ვისი გორისანი ვართ.
“დოკუმენტების საცავი“ თქვენს „გენეალოგიურ ხეს“ საიმედოდ შეუნახავს თქვენს შვილებს, შვილიშვილებს თუ შვილთაშვილებს.
მკითხველს კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება - ფაილები, რომლებშიც ჩააწყობთ „გენეალოგიურ“ ხეს, შთამომავლობისთვის მიწერილ წერილს, სხვადასხვა მნიშვნელოვან საბუთებს და შეინახავთ „დოკუმენტების საცავში“.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის შეიქმნა უნიკალური - „დოკუმენტების საცავი“.
შესაბამისად, ერთად და საიმედოდ იქნება შენახული თქვენი და/ან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი დოკუმენტები. მაგალითად, დაბადების მოწმობა, სხვა მოწმობები, სერტიფიკატი, დიპლომი, საგარანტიო საბუთები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფოტო, ოჯახის გენეალოგია და სხვა.
„დოკუმენტების საცავი“ დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც საიმედოდ გაძლებს მრავალ ათეულ და ასეულ წელსაც კი.
„დოკუმენტების საცავის“ შეძენა ჩვენს მკითხველს უკვე შეუძლია “კვირის პალიტრის“ 20 ოქტომბრის ნომერთან ერთად, სპეციალურ, შეღავათიან ფასად.