"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ ედება არც ღალატზე, არც 4 ოქტომბერზე, არამედ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე - ის უაღრესად კარგი ადამიანია" - ადვოკატი მოსამართლეს
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ ედება არც ღალატზე, არც 4 ოქტომბერზე, არამედ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი უაღრესად კარგი ადამიანია.
„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ ედება არც ღალატზე, არც 4 ოქტომბერზე, არამედ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ის უაღრესად კარგი ადამიანია, მისი პიროვნული მახასიათებლები იმისთვის საკმარისია, რომ ეს ადამიანი გარეთ დარჩეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს“, - განაცხადა ადვოკატმა.
"ინტერპრესნიუსი"