"და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი და­კი­დე­ბუ­ლია, ეს მა­ფი­ო­ზუ­რი გარ­ჩე­ვაა და მეტი არა­ფე­რი. ღარიბაშვილი იმიტომ კი არ დატოვეს გარეთ, რომ დაინდეს. ეს სენტიმენტები მათ არ აწუხებთ. იმიტომ დატოვეს გარეთ, რომ..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი და­კი­დე­ბუ­ლია, ეს მა­ფი­ო­ზუ­რი გარ­ჩე­ვაა და მეტი არა­ფე­რი. ღარიბაშვილი იმიტომ კი არ დატოვეს გარეთ, რომ დაინდეს. ეს სენტიმენტები მათ არ აწუხებთ. იმიტომ დატოვეს გარეთ, რომ..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი?

დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. გა­მო­ძი­ე­ბა მას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას ედა­ვე­ბა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა არის ცნო­ბი­ლი და­ნა­შა­ულ­ზე?

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფა­რუ­ლად და შე­ნიღ­ბუ­ლად, აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და იღებ­და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, არა­ლე­გა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­მო­სავ­ლებს. მას, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, გა­აჩ­ნდა რო­გორც შე­მო­სავ­ლე­ბის, ისე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.
  • დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში უთი­თებ­და ყალბ მო­ნა­ცე­მებს, რომ თით­ქოს ოჯა­ხის წევ­რის­გან ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ჩუქ­რად იღებ­და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, წარ­მო­მავ­ლო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ექ­მნა მის მიერ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის ნა­წილს - 830 000 ლარს, რაც მო­ექ­ცა ლე­გა­ლურ ბრუნ­ვა­ში.
  • და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 2023-2024 წლებ­ში შე­ი­ძი­ნა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რის სა­ხელ­ზე და­ა­რე­გის­ტრი­რა 463 630 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ასე­ვე, ოჯა­ხის წევ­რის მეშ­ვე­ო­ბით 210 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის 100% წილი, რო­მელ­საც სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნდა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.
  • პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი ოჯა­ხის წევ­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ შპს-ში ინ­ვეს­ტი­რე­ბულ იქნა ჯამ­ში 3 670 172 ლარი.
  • ამავდრო­უ­ლად, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მისი ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბი­სა და წარ­მო­შო­ბის წყა­როს შე­ნიღბვის მიზ­ნით, და­ა­კონ­ვერ­ტი­რა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, რის შე­დე­გა­დაც მი­ღე­ბუ­ლი 6 500 000 აშშ დო­ლა­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 2025 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი თვლის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან ცი­ნი­კუ­რია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ანა­ლო­გი­ურ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ერ სხვა პირს უს­ჯი­ან პა­ტიმ­რო­ბას.

"ავი­ღოთ იგი­ვე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რა ზე­წო­ლა უნდა მო­ეხ­დი­ნა მას მოწ­მე­ებ­ზე? ღა­რი­ბაშ­ვილს კი­დევ, რო­მელ­საც მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის ყვე­ლა­ზე დიდი რე­სურ­სი აქვს, გი­რა­ო­თი გა­რეთ ტო­ვე­ბენ.

გააგრძელეთ კითხვა