„ სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“ - რას წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა - კვირის პალიტრა

„ სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“ - რას წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაც დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"