"დევიდი MTV-ს უყურებდა, როცა მეგობარს უთხრა: "მე ამ გოგოზე დავქორწინდები"... სკოლაში მაბულინგებდნენ, მჩაგრავდნენ, საშინელი კანი მქონდა, აკნე... ერთხელ, სათამაშო მოედანზე, ბავშვები გუბეებიდან ქილებს მესროდნენ"
ვიქტორია ბექჰემმა დევიდ ბეკჰემთან ურთიერთობის შესახებ ამჯერად პოდკასტ "Call Her Daddy“-ში ისაუბრა. წამყვანს, ალექს კუპერს დიზაინერმა ქორწინების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები უამბო.
"მე განსაკუთრებით პრივილეგირებული ოჯახიდან არ ვარ, ჩემი მშობლები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ... მამაჩემი ნამდვილი მეწარმე იყო. საკუთარი ბიზნესი დაიწყო და ბევრს შრომობდა. 80-იან წლებში ბევრი ფული გამოიმუშავა, ამიტომ პირველი, რაც გააკეთა, Rolls-Royce იყიდა".პოდკასტში ვიქტორიამ ღიად ისაუბრა კვებით აშლილობაზე:"ბავშვობიდანვე ვებრძოდი წონას. 90-იან წლებში საკვების შესახებ იმდენი არაფერი ვიცოდით, რამდენიც ახლა. ამაზე ღიად არავინ საუბრობდა. მახსოვს, მაშინ ყველა "უცხიმო“ საკვებით იყო შეპყრობილი და მეც ცხიმის ჭამის ძალიან მეშინოდა. როდესაც კვებითი აშლილობა გაქვს, ეს უბედურს გხდის.
სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. სკოლის შემდეგ ყველა ბავშვი ეწეოდა და ერთობოდა, მე ცეკვის ან დრამის გაკვეთილებზე დავდიოდი. ასევე, იცით, საშინელი კანი მქონდა. საშინელი აკნე. მახსოვს, სათამაშო მოედანზე ვიდექი, ბავშვები კი გუბეებიდან კოკა-კოლის ქილებს აგროვებდნენ და მესროდნენ. სკოლაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან მჩაგრავდნენ.