საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"