მოსამართლემ თენგო კირთაძეს, ნინო ლაღიძეს და დანი მაღრაძეს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

მოსამართლემ თენგო კირთაძეს, ნინო ლაღიძეს და დანი მაღრაძეს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პარტია "ფედერალისტების" წევრი, თენგო კირთაძე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამავე პროცესზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სტუდენტი დანი მაღრაძე და გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი ნინო ლაღიძეც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და გზის გადაკეტვისთვის 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, თენგო კირთაძე, დანი მაღრაძე და ნინო ლაღიძე პოლიციამ დღეს დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"