"ნახევრად ნიჭიერი" და არაპროფესიონალი ხალხი გიორგის მონდომებით იქცნენ სუპერ-ვარსკვლავებად! უმადურობაზე გულისამრევი არაფერია" - როგორ ეხმაურებიან ჩცდ-ს მსახიობები ლიფონავას დაკავებას
რეჟისორსა და "ფორმულას" დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
გიორგი ლიფონავას შსს "გზის ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდა. ლიფონავა სამართალდამცავებმა 24 ოქტომბერს დააკავეს.
ცნობილია, რომ ლიფონავა საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" და კიდევ რამდენიმე წარმატებული სერიალის რეჟისორია. პირველი სწორედ ჩცდ-ს მსახიობები გამოეხმაურნენ მის დაკავებას:
ანა ტყებუჩავა: "მესამედ რომ დაიჭერ ადამიანს და კიდევ რუსთაველზე დგას, არ ესმის თქვენი ენა და არ ეშინია, რა ვერ მიხვდით".
ქეთი ხუციშვილი: "რამდენიმე წელი ვითანამშრომლე გიორგი ლიფონავასთან “ჩემი ცოლის დაქალებში” და მინდა ვთქვა რომ გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი, ვინც შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და თავისი საქმის იშვიათი პროფესიონალი. ჩემი მხარდაჭერა მას".
ნიკა ქავთარაძე: "Giorgi Liponava და მე 20 წლის წინ დავმეგობრდით. უამრავი რამ გვიკეთებია ერთად და ცალ-ცალკეც. ზოგჯერ ეგ რეჟისორი იყო და მე პროდიუსერი, ზოგჯერ მე წამყვანი და ეგ რეჟისორი, ან მსახიობი და რეჟისორი. გიოს აქვს ერთი უნიკალური ნიჭი, რამხელა გუნდიც უნდა მუშაობდეს გადაღებაზე, თუნდაც “მასოვკის” მსახიობების სახელებსაც კი იმახსოვრებს და ისე მიმართავს. სასწაულია მასთან მუშაობა. სასწაულია ის შედეგიც, რასაც ბოლოში დებს. 2005-იდან დავიწყეთ სერიალები, რომლის რეჟისორიც გიო იყო. 2011-დან უკვე ჩემი ცოლის დაქალები. ამ 20 წლის განმავლობაში, ლიფონავას ხელში გაიარა თითქმის ყველა ცოცხალმა მსახიობმა. მათ შორის ძალიან ცნობილმა ვარსკვლავებმაც.