გლდანის ციხეში პატიმრებს დღეს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად მოინახულებს - კვირის პალიტრა

გლდანის ციხეში პატიმრებს დღეს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად მოინახულებს

გლდანის ციხეში პატიმრებს დღეს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად მოინახულებს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს დღეს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირებთან ერთად მოინახულებს.

ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს იგეგმებოდა გლდანის ციხეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიბრძანება, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი საპყრობილეში არ მიბრძანდება.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II დღეს მიბრძანდება გლდანის #8 საპყრობილეში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. პატიმრებს სამღვდელოებასთან ერთად მორიგად მოინახულებს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.