"ადრე დავქვრივდი და 3 წლის ბავშვით მარტო დავრჩი... გულიდან არ ამოდის ქართველი ბიჭი, ომის დროს ზღვის პირას რომ დავკრძალე" - დევნილი აზა ჩილაჩავას მძიმე გზა და პროტესტი - კვირის პალიტრა

"ადრე დავქვრივდი და 3 წლის ბავშვით მარტო დავრჩი... გულიდან არ ამოდის ქართველი ბიჭი, ომის დროს ზღვის პირას რომ დავკრძალე" - დევნილი აზა ჩილაჩავას მძიმე გზა და პროტესტი

დევ­ნი­ლი ქალი აფხა­ზე­თი­დან, 71 წლის აზა (მად­ლე­ნა) ჩი­ლა­ჩა­ვა, მიმ­დი­ნა­რე უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ აქ­ცი­ა­ზე სა­ხის და­ფარ­ვის გამო, სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნეს, თუმ­ცა მის მი­მართ შსს-მ სი­ტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მა მო­ი­თხო­ვა, რაც მო­სა­მარ­თლე თორ­ნი­კე ქოჩ­ქი­ან­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

AMBEBI.G-მ აზა ჩი­ლა­ჩა­ვას­თან ინ­ტერ­ვიუ მის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე ჩა­წე­რა.

"ბევ­რი წლის წინ ზო­ო­ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­ვამ­თავ­რე... სა­ერ­თოდ უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი. ადრე დავ­ქვრივ­დი და 3 წლის ბავ­შვით დავ­რჩი. მერე კა­ციც ვი­ყა­ვი და ქა­ლიც" - გვიყ­ვე­ბა აზა ჩი­ლა­ჩა­ვა, რო­მე­ლიც გაგ­რა­ში და­ი­ბა­და, სა­დაც 39 წელი იცხოვ­რა.

- გაგ­რას რომ იღებ­დნენ, უმ­ძი­მე­სი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და იქ, ქარ­თვე­ლებს უმო­წყა­ლოდ ხო­ცავ­დნენ. ხალ­ხი გარ­ბო­და და მეც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, პა­ტა­რა ბავ­შვით და მო­ხუ­ცი დე­დით იქი­დან გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე გად­მოს­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი, ჩა­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ. უკან მიბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წია. ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში მივ­დი­ო­დით. ვი­ღა­ცე­ბი მიყ­ვი­როდ­ნენ, - გა­მო­დით, სად და­დი­ხართ, რას სჩა­დი­ხართ, ვერ გა­დარ­ჩე­ბით, - გარ­შე­მო გვა­მე­ბი ეყა­რა... მერე ერთ-ერთ სახ­ლში შეგ­ვიყ­ვა­ნეს და შეგ­ვი­ფა­რეს. იმ ღა­მეს იქ დავ­რჩით. რად­გან ვერ­სად მივ­დი­ო­დით, მე­ო­რე დღეს სახ­ლში წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, - ვთქვი. იქ, სა­დაც ვი­ყა­ვით, უც­ნო­ბი ოჯა­ხი იყო, იმ ქა­ლის სა­ხე­ლი მახ­სოვს, ნარ­გი­ზა ერ­ქვა... თუ შემ­თხვე­ვით ამას წა­ი­კი­თხავს, იქ­ნებ სა­კუ­თა­რი თავი შე­იც­ნოს... ჩემი გო­გოს ტოლი პა­ტა­რა ბიჭი ჰყავ­და. ჩემი შვი­ლი მა­შინ 7 წლის იყო. ნარ­გი­ზას ის ერთი ბიჭი და რუსი ქმა­რი ჰყავ­და. მე კა­მოს ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, ისი­ნი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში... იმ ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­რჩით, - ღმერ­თმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა.გააგრძელეთ კითხვა