"გიგა შეეწირა გოგოს ქარაფშუტობას, რომელმაც აეჭვიანა შეყვარებული" - თბილისში ახალგაზრდას სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. 26 წლის ახალგაზრდა მოკლეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გიგა ავალიანს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს დაიღუპა.
"გიგა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭი, როგორც ვიცით, პოლიციას უკვე ჰყავს ამ საქმეზე დაკავებული. ამბობენ, რომ გოგოს გამო მოხდა ყველაფერი. ვიცი, რომ სამი პირი დახვდა სადარბაზოსთან, მათ შორის თავად ის გოგოც. თავში ჩაარტყეს რაღაც გიგას, მთელი ეს პერიოდი კლინიკაში იყო, საშინელება ხდება" - უყვებიან AMBEBI.GE-ს ახლობლები.
"არაჩვეულებრივი, გონიერი, ზრდილი ბიჭი, გიგა ავალიანი შეეწირა თავხედი გოგოს ქარაფშუტობას, რომელმაც აეჭვიანა შეყვარებული, მის გასაღიზიანებლად გამოიყენა გიგა, რომელთანაც მათემატიკაში ემზადებოდა. სამნი დახვდნენ გიგას და სიცოცხლეს გამოასალმეს ეს მზესავით ბიჭი, ბიჭი, რომელიც ნამდვილად გამოადგებოდა ქვეყანას, რომელიც ფერებით და სულის ბერვით გაზარდა არაჩვეულებრივმა დედამ, რომელიც ახლა განადგურებულია" - წერს ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში. გააგრძელეთ კითხვა