26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - კვირის პალიტრა

26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

"გიგა შეეწირა გოგოს ქარაფშუტობას, რომელმაც აეჭვიანა შეყვარებული" - თბილისში ახალგაზრდას სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა.