"16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს შვილი, თუ არ დაიჭირეს, ხვალ თქვენ შვილებს მოკლავენ!" - თბილისში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს შვილი, თუ არ დაიჭირეს, ხვალ თქვენ შვილებს მოკლავენ!" - თბილისში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის დღეს და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი "გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა", რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა."ნ.ი-მ (რედ: გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ) (16 წლის) ამ მი­მო­წე­რით (ავ­რცე­ლებს ვი­დეო სქ­რინს, გიგა ავა­ლი­ან­სა და ნ.ი-ს შო­რის) აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არას­რულ­წლო­ვა­ნი) და ნ.ი.-სთან ერ­თად და­გეგ­მა მკვლე­ლო­ბა. ნ.ი-მ ზუს­ტად აჩ­ვე­ნა, სად შე­ეძ­ლე­ბო­დათ ენა­ხათ გიგა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მაგ­რამ რად­გან ჩემ­თან ერ­თად და­დი­ო­და ვერ მოკ­ლეს, ნა­ხეს ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი, აე­დევ­ნენ სახ­ლამ­დე და ბნელ ად­გილ­ზე მოკ­ლეს" - წერს მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა.

AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

უმ­ძი­მე­სია მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­დის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა:

"გა­ავ­რცე­ლეთ, 16-17 წლის ბავ­შვებ­მა მო­მიკ­ლეს შვი­ლი, თუ არ და­ი­ჭი­რეს, ხვალ თქვენ შვი­ლებს მოკ­ლა­ვენ. ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს. შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნე­ბი, მკვლე­ლე­ბი არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი" - ამ­ბობს მი­მარ­თვა­ში ეკა კუპ­რა­ძე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ.

გიგა ავა­ლი­ან­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირთ მის ახ­ლობ­ლებს. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად, ასე­ვე სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე წა­არ­თვა ჩემს მას­წავ­ლე­ბელს - გი­გას, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო". გააგრძელეთ კითხვა