როგორი ამინდია მოსალოდნელი? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს(საფრთხის დონე დაბალი)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"