ჭიაურელების ლეგენდარული დინასტიის მოსკოველი შთამომავალი: ვინ არის რამაზ ჭიაურელი უმცროსი? - კვირის პალიტრა

ჭიაურელების ლეგენდარული დინასტიის მოსკოველი შთამომავალი: ვინ არის რამაზ ჭიაურელი უმცროსი?

რო­დე­საც გვა­რი "ჭი­ა­უ­რე­ლი" გეს­მის, წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხლდე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პან­თე­ო­ნი: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი. თუმ­ცა, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს ამ დი­ნას­ტი­ის კი­დევ ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლი. ის რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბი­ლი სა­ხეა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სეა პა­რა­დოქ­სე­ბით: ატა­რებს ლე­გენ­და­რულ გვარს, მაგ­რამ არ იცის ქარ­თუ­ლი ენა; გა­ი­ზარ­და საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ელი­ტა­ში, თუმ­ცა 2016 წელს ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მუ­შა­ობ­და. ჩვენ გი­ამ­ბობთ რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლის გზას თბი­ლი­სუ­რი არ­და­დე­გე­ბი­დან რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ და მე­დია სამ­ყა­რომ­დე.

"ბე­ბია სოფო" და "100%-იანი იმუ­ნი­ტე­ტი ვარ­სკვლა­ვო­ბის­გან"

1977 წელს მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რა­მაზ მი­ხე­ი­ლის ძე ჭი­ა­უ­რე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის ძმის, რა­მაზ უფ­რო­სის, შვი­ლიშ­ვი­ლია. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებ­და, სო­ფი­კოს „ბე­ბი­ას“ ეძახ­და, მის მე­უღ­ლეს, კოტე მა­ხა­რა­ძეს კი – „ბა­ბუ­ას“.

მის­მა ბავ­შვო­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, თე­ატ­რის კუ­ლი­სებ­ში გა­ი­ა­რა. პირ­ვე­ლი სცე­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც სწო­რედ ლე­გენ­და­რულ წი­ნაპ­რებს უკავ­შირ­დე­ბა.

"ბავ­შვო­ბა­ში მა­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც კი გავ­დი­ო­დი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­სა და კოტე მა­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად" – იხ­სე­ნებ­და რა­მა­ზი 2008 წელს გა­მო­ცე­მა "Труд-7"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მათ მოს­კოვ­ში ჩა­მოჰ­ქონ­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი ქარ­თულ ენა­ზე, "ური­ელ აკოს­ტა". ბე­ბია ივ­დითს თა­მა­შობ­და, ბა­ბუა – ური­ელს... მე პა­ტა­რა პა­ჟის ეპი­ზო­დუ­რი როლი მქონ­და, შან­და­ლი გა­მომ­ქონ­და სცე­ნა­ზე. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბა გან­ვი­ცა­დე, როცა სცე­ნი­დან გა­და­ჭე­დილ დარ­ბაზს ვუ­ყუ­რებ­დი“. ვრცლად