ორი საჩუქარი თქვენს გაზეთში
მკითხველს გაზეთში დახვდება "გენეალოგიური ხე". შეავსეთ მისი შტოები და მიხვდებით, რა ძალა აქვს წინაპრების გახსენებას - უსათუოდ შეიგრძნობთ იმ სისხლის ხმაურს, რომელიც წინაპრებიდან, თქვენი ფესვებიდან თქვენს ძარღვებში გადმოვიდა. უმნიშვნელოვანესია თაობებს შორის კავშირი და იმის გახსენება, თუ ვისი გორისანი ვართ.
"დოკუმენტების საცავი" თქვენს "გენეალოგიურ ხეს" საიმედოდ შეუნახავს თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა თუ შვილთაშვილებს.
მკითხველს კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება - ფაილები, რომლებშიც ჩააწყობთ "გენეალოგიურ ხეს", შთამომავლობისთვის მიწერილ წერილს, სხვადასხვა მნიშვნელოვან საბუთებს და შეინახავთ "დოკუმენტების საცავში".

შეგახსენებთ, რომ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის შეიქმნა უნიკალური - "დოკუმენტების საცავი".
თითოეული ჩვენგანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია ათასგვარი დოკუმენტი თუ საბუთი - პირადი, ფინანსური, ტექნიკური თუ სამედიცინო. გარდა ამისა, წერილები, ფოტოები თუ ნახატები, რომლებიც ჩვენი ბავშვობისა თუ ოჯახის ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება და გვიყვარს.
წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იმდენი გროვდება, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგი იკარგება, ნაწილს გაჭირვებით ვპოულობთ, ზოგის არსებობის შესახებ კი საერთოდ აღარ გვახსოვს.

შესაბამისად, "დოკუმენტების საცავში" ერთად და საიმედოდ იქნება შენახული თქვენი და/ან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი დოკუმენტები. მაგალითად, დაბადების მოწმობა, სხვა მოწმობები, სერტიფიკატი, დიპლომი, საგარანტიო საბუთები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფოტო, ოჯახის გენეოლოგია და სხვა.
"დოკუმენტების საცავი" დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც საიმედოდ გაძლებს მრავალ ათეულ და ასეულ წელსაც კი.