"ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო" - ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის და ფართო აუდიტორიას და ვარსკვლავის პასუხი
ბერლინში კეტი პერის კონცერტზე ქართველ ფანს მიკროფონში სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რა დროსაც მან საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველ დღე. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც დამაკავეს", - თქვა მომღერლის ქართველმა ფანმა.ამას კეტი პერისგან მაშინვე მოჰყვა რეაქცია და თქვა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.
"ჩვენ შენს გვერდით ვართ საქართველო, იმიტომ რომ გვჯერა დემოკრატიის", - თქვა სცენაზე მომღერალმა. gaagrZeleT kiTxva