გამომცემლობა „პალიტრა L“ 20 წლისაა
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გვესტუმრე "თბილისი მოლში" და აღნიშნე "პალიტრა L"-ის დაბადების დღე „საკითხავის ფესტივალზე“, საუკეთესო შეთავაზებებით! ფესტივალი უამრავ წიგნს, ძალიან დიდ ფასდაკლებასა და ისეთ სადღესასწაულო შეთავაზებებს გააერთიანებს, როგორიც მეოცე დაბადების დღის გამორჩეულ წვეულებას შეეფერება.
თუ ახალ საკითხავს შენთვის ან მეგობრებისთვის არჩევ, ან გინდა ოჯახის წევრები თუ კოლეგები საუკეთესო საჩუქრით გაახარო, "საკითხავის ფესტივალი" ამისთვის იდეალური ადგილია. აქ შეგიძლია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი ავტორების რომანები, იპოვო საბავშვო გამოცემები, აღმოაჩინო მოზარდებისთვის შთამაგონებელი საკითხავი, ან აირჩიო არამხატვრული ლიტერატურა: ფსიქოლოგია, ისტორია, ბიზნესი, კარიერული განვითარება და სხვა პოპულარული მიმართულებები. "საკითხავის ფესტივალი" გაძლევს შანსს, შექმნა შენი ბიბლიოთეკა და წიგნი ისევ ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად აქციო.

ფესტივალზე დაგხვდება:
30%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე და დამატებით 30%-იანი ქეშბექი თიბისის ახალი ბარათით გადახდისას;
საჩუქარი ყველა შენაძენზე;
სხვადასხვა ჟანრის წიგნები ყველაზე დიდი ფასდაკლებით;
სპეციალური გათამაშება ყველაზე ერთგული მკითხველებისთვის!
ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა და პატარა მკითხველებთან ერთად გელოდებით ჩვენს საბავშვო სივრცეში, პატარების საყვარელი პერსონაჟები
მათთან შეხვედრას სულმოუთქმელად დაელოდებიან.
31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გვესტუმრეთ "თბილისი მოლში", 213 კმ, აღმაშენებლის ხეივანი (ცენტრალური ატრიუმი, 1 სართული)