"არ ავიღებთ პასუხისმგებლობას არაფერზე, სადაც 4 ოქტომბრელი ყუმბარიანი მაიმუნები გაერევიან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"დიდებული სისხლის ფსმა გაუმართავთ ნაცებს. სულ რომ შუაზე გაიხეთ და ყველა პარტია დააბულინგოთ, მაინც ისე იქნება, როგორც ვიძახი - ავტოკრატები ვერ გაეკარებით იმ პროცესს, სადაც ფედერალისტებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"იმისთვის არ ვაგროვეთ რეპუტაცია შინ და გარეთ, რომ უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს გავაფლანგინოთ. არ ავიღებთ უბრალოდ პასუხისმგებლობას არაფერზე, სადაც ეგ 4 ოქტომბრელი ყუმბარიანი მაიმუნები გაერევიან. შემდეგი პროექტიც მალე დაგეწევათ. არც იქ იქნებიან "სუსის სპეცოპერაციის" (მათივე აღიარებით) შემოქმედები.
ცხადია ყველას აქვს უფლება ნაცებთან ერთად გადაიჩეხოს, უბრალოდ ჩვენ იქ არ ვიქნებით - და არც "მშვიდობის მტრედებს" გაგიჩერებთ სიახლოვეს.
P.S. ვინც ფედერალისტების მოსაზრებებმა დაგღალათ, რადგან ეს მოსაზრებები ავტოკრატებს უპირისპირდება, დაისვენეთ - დამბლოკეთ, იმიტომ რომ ეს მოსაზრებები არ შეწყდება. ან მე დაგბლოკავთ.
ვინც დაღლილი ხართ, ყველამ უნდა დაისვენოთ" - წერს ჩერგოლეიშვილი.