როდის არის ქიმწმენდა საუკეთესო არჩევანი?
ჩამჯდარ ლაქებთან გამკლავება ხშირად ძალიან რთულია. თითქმის ყველა სარეცხი ან საწმენდი საშუალების გამოყენების მიუხედავად შესაძლებელია, სხვადასხვა სახის ლაქა საყვარელი ტანსაცმლიდან, ავეჯისა და ავტომობილის ზედაპირებიდან ვერ ამოიყვანოთ.
ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ქიმწმენდის სერვისით სარგებლობა. სწორად შერჩეული და პროფესიონალურად შესრულებული ქიმწმენდა დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ საყვარელი ნივთების ფერი, ტექსტურა და ხარისხი. ასევე, შექმნათ სუფთა და კომფორტული გარემო სახლში, ოფისში ან მანქანაში.
სტატიაში მოგიყვებით ქიმწმენდის სერვისების შესახებ და გაგაცნობთ ისტორიას, თუ როგორ ხდებოდა ძველად ქიმწმენდის პროცესის ჩატარება. ასევე, გაგიზიარებთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კომპანია, რომელიც ავეჯის, ტანსაცმლისა და მანქანის ქიმწმენდის სერვისს გთავაზობთ.
რა არის ქიმწმენდა და რა ისტორია აქვს მას?
ქიმწმენდა ტანსაცმლის, ავეჯის, ავტომობილების და ტექსტილის მოვლის სპეციალიზებული მეთოდია. ის ცნობილია ჭუჭყის, ლაქებისა და სუნის მოშორების ეფექტურობით წყლის გამოყენების გარეშე. მთავარი, რაც ლაქებთან გამკლავებაში ქიმწმენდის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური გამხსნელებია.
შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველად, როდესაც ძალიან ბევრი ქიმიური საწმენდი საშუალება არ არსებობდა ქიმწმენდის პროცესში ნავთს, ნაცარს და სკიპიდარს იყენებდნენ.
ძველ რომში დამლაგებლები შალის ტანსაცმლიდან ზეთებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად თიხის, ნაცრის და ამიაკის ნარევს იყენებდნენ - ეს არსებითად პირველი ცნობილი გამხსნელები იყო. ისინი ქსოვილებს დიდ ავზებში წმენდდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ და ასე რეცხავდნენ.
თანამედროვე ქიმწმენდა, როგორც ჩვენ ვიცით, სათავეს საფრანგეთში, 1840-იან წლებში იღებს. ფრანგმა საღებავების ქარხნის მფლობელმა, ჟან-ბატისტ ჟოლიმ, შენიშნა, რომ მისი სუფრის გადასაფარებელი მას შემდეგ უფრო სუფთა გახდა, რაც მოახლემ შემთხვევით მასზე ნავთი დაღვარა.
ამ რეაქციის პოტენციალის გაცნობიერებით, ჟოლიმ შეიმუშავა ერთ-ერთი პირველი ქიმწმენდის სერვისი, რომელიც ნავთობზე დაფუძნებულ გამხსნელებს იყენებდა. ეს მეთოდი ფართოდ გავრცელდა მე-19 საუკუნეში და ის გახდა ქიმწმენდის ინდუსტრიის საფუძველი ევროპასა და საბოლოოდ შეერთებულ შტატებში.
1930-იანი წლების შუა პერიოდისთვის ქიმწმენდის ინდუსტრიამ პერქლორეთილენის, როგორც მთავარი გამხსნელის გამოყენება დაიწყო. მას შესანიშნავი გამწმენდი ძალა აქვს, არააალებადია და თავსებადია ტანსაცმლის უმეტესობასთან. სტაბილურობის გამო, პერქლორეთილენი ადვილად გადამუშავებადია.
თანამედროვე ქიმწმენდისას ფართოდ გამოიყენება წყლის საფუძველზე შექმნილი ხსნარები და ბიოდეგრადირებადი ქიმიკატები, რომლებიც არ აზიანებს კანსა და გარემოს. დიდი ნაწილი უარს ამბობს ტოქსიკურ ქიმიკატებზე, მაგალითად პერქლოროეთილენზე (PERC), რადგან ის სუნს ტოვებდა და ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო.
დღეს ქიმწმენდის სერვისებში ხშირად ამატებენ ანტიბაქტერიულ სპრეებს, რომლებიც კლავს ბაქტერიებს და იცავს ნივთებს ობისა და სოკოსგან. სპეციალური სუნის ნეიტრალიზატორები აშორებს ნესტის, სიგარეტის და ცხოველების სუნს ნებისმიერი ქსოვილიდან ან ზედაპირებიდან.
როდის არის საჭირო ტანსაცმლის ქიმწმენდა?
ტანსაცმლის ქიმწმენდა ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სერვისია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისეთი ტანსაცმლის წმენდაა საჭირო, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღთან და მოგონებებთან ასოცირდება.
მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის ლაქაა თქვენ საყვარელ ტანსაცმელზე, ჩამჯდარ ლაქებთან ბრძოლა ქიმწმენდის პროფესიონალებს მარტივად შეუძლიათ. მათ იციან ლაქების მოცილების ყველა ნიუანსი და შეუძლიათ ეფექტურად მოიშორონ ლაქები თქვენს საყვარელ ტანსაცმელს, ისე რომ ქსოვილი არ დაზიანდეს და დაუბრუნდეს მას პირვანდელი იერსახე.
არავის მოსწონს აბრეშუმის წითელი კაბა, რომელსაც ფერი აქვს შეცვლილი ან დაპატარავებული სვიტერი. ქიმწმენდა ხელს უწყობს თქვენი ტანსაცმლის ფორმისა და სტრუქტურის შენარჩუნებას, ხელს უშლის მის ზომის ცვლილებას, დაზიანებას ან გახუნებას. ტანსაცმლის ქიმწმენდა იდეალური მეთოდია დელიკატური ქსოვილების გასაწმენდად, რომლებიც ადვილად შეიძლება დაზიანდეს სარეცხი მანქანის გამოყენების შედეგად.
ქიმწმენდა ეფექტურად ასუფთავებს თქვენს ტანსაცმელს, აშორებს მას ბაქტერიებს, მიკრობებს და ალერგენებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი ან ალერგია.
რას მოიცავს ავეჯის ქიმწმენდა?
ავეჯის ქიმწმენდა მოიცავს რბილი ავეჯისა და ტექსტილის ზედაპირების სიღრმისეულ გაწმენდას სპეციალური ტექნიკითა და პროფესიონალური ხსნარებით. მისი მთავარი მიზანია მტვრის, ლაქების, ცხიმისა და ალერგენების მოცილება, რაც ჩვეულებრივი წმენდით ხშირად ვერ მიიღწევა. ავეჯის ქიმწმენდის პროცესში გამოიყენება ანტიალერგიული ხსნარები, რაც იცავს ავეჯის ქსოვილს დაზიანებისგან. გარდა ამისა, ქიმწმენდის პროცესი ანადგურებს ბაქტერიების 99.9 %-ს რაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.
რბილი ავეჯის ქიმწმენდა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც იწმინდება ავეჯის ქსოვილი. ეს მოიცავს რბილი ავეჯის გასუფთავებას მტვრის, ცხიმის ან სხვა ტიპის ლაქებისგან და ცხოველის ბეწვისგან. რბილი ავეჯი ხშირად თვალით უხილავ ჭუჭყს აგროვებს, შესაბამისად, ქიმწმენდა უმჯობესია, ჩატარდეს წელიწადში ორჯერ მაინც.
თუ ყიდულობთ მეორად ავეჯს ან სავაჭრო ცენტრის შოურუმიდან სასურველია, ქიმწმენდა ჩატარდეს ავეჯის შეძენის შემდეგ. რადგან, დამზადების პროცესში, ან გასაყიდ სივრცეში დიდხანს დადების შემდეგ მარტივად ხდება ავეჯის ზედაპირის დაბინძურება თვალისთვის უხილავი მავნე ნაწილაკებით.
ისეთი ავეჯი, რომელსაც ყოველდღიურად აქტიურად იყენებთ მარტივად ბინძურდება თვალისთვის უხილავი სხვადასხვა ალერგენებით, ბაქტერიებით და ვირუსებით, რაც შემდგომში სხვადასხვა ინფექციის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ რეგულარულად ჩატარებული ქიმწმენდა უნარჩუნებს უსაფრთხოებას თქვენს გარემოს და ჯანმრთელობას.
ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით ეფექტური და თანამედროვე მეთოდია, რაც უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის მაქსიმალურად გასუფთავებას. ავეჯის ორთქლით წმენდა არ საჭიროებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას, რაც მიუთითებს მის უსაფრთხოებაზე. ორთქლის მაღალი ტემპერატურა ეფექტურად კლავს ბაქტერიებს და სხვადასხვა ალერგენებს. გარდა რბილი ავეჯის წმენდისა ორთქლის მეთოდით შესაძლოა გაიწმინდოს და დამუშავდეს სხვადასხვა ტიპის მყარი ავეჯი, როგორიცაა: სამზარეულოს ავეჯი, მაგიდა, სკამები და სხვ.
ავეჯის ქიმწმენდა ტექნიკურად რთული პროცესია, რაც მოითხოვს შესაბამისი სპეციალისტის მიერ სამუშაოს შესრულებას, ყველა საჭირო დეტალების ცოდნას და გამოცდილებას. თუ ამ სამუშაოს ასრულებს არაპროფესიონალი ან თავად ახორციელებთ სახლის პირობებში, უმჯობესია, გაეცნოთ ყველა აუცილებელ დეტალს, დაიცვათ ისინი , სწორად შეარჩიოთ საჭირო ხსნარები და ქიმწმენდის მეთოდი. ქიმწმენდის პროფესიონალი სპეციალისტების დახმარება კი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და თქვენს ავეჯს დაუბრუნდეს პირვანდელი იერი.
რა არის ავტომობილის ქიმწმენდის სერვისი?
მანქანის ქიმწმენდა მოიცავს ავტომობილის სალონის სიღრმისეულ გაწმენდას სპეციალური პროფესიონალური ტექნიკითა და ხსნარებით. ეს პროცესი მოიცავს ავტომობილიდან მტვრის, ჭუჭყის, სიგარეტის სუნის და ბაქტერიების მოშორებას, რასაც ჩვეულებრივი რეცხვის ან წმენდის პროცესი ვერ უზრუნველყოფს.
მანქანის ქიმწმენდის უპირატესობები ჩვეულებრივ რეცხვასთან შედარებით:
● წყლის მინიმალური გამოყენება - ავტომობილის ქიმწმენდის პროცესში წყალი თითქმის არ გამოიყენება.
● რთული ლაქების მოშორება - მანქანის ქიმწმენდა ეფექტურად ებრძვის სავარძლებზე და სახურავის შიდა ზედაპირზე ჩამჯდარ ლაქებს.
● უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზაცია - მანქანის ინტერიერის ქიმწმენდა ანეიტრალებს ნესტის , სიგარეტის კვამლისგან და ჭუჭყისგან გამოწვეულ უსიამოვნო სუნს.
● მძღოლისა და მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების გაწმენდა - როგორც წესი, მძღოლისთვის განკუთვნილი წინა სავარძლები ყველაზე დაბინძურებული ადგილებია. თუ გადასაფარებლებია გამოყენებული ისინი ცალკე იწმინდება. ღვედების გასასუფთავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას აეროზოლი, ორთქლის გენერატორი, ჯაგრისები და ტილოები.
● ავტომობილის ექსტერიერის დაცვა - პროცესი არ საჭიროებს ძლიერ ხეხვას, ამიტომ თქვენი მანქანის საღებავი დაცულია ნაკაწრებისა და ლაქებისგან.
● ყველა კუთხის გაწმენდა - ქიმწმენდის დროს პროფესიონალური ხელსაწყოებით იწმინდება მანქანის რთულად მისადგომი ადგილები, მათ შორის სავენტილაციო სისტემა, სავარძლების ქვეშ არსებული სივრცე და სხვა. ამავდროულად, ნაკერებში, ბზარებსა და კუთხეებში დაგროვილი ჭუჭყი იწმინდება საფუძვლიანად. ქიმწმენდის პროცესში ასევე გამოიყენება მტვერსასრუტი და სპეც ქიმიკატები, რომლებიც იდეალურად ასუფთავებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ლაქებს.
როდის და რა სიხშირით უნდა ჩაუტარდეს მანქანას ქიმწმენდა?
მანქანის ქიმწმენდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად და სად მართავთ მანქანას. თუ ყოველდღიურად მოძრაობთ სამსახურში, მოგზაურობთ ან გადაადგილდებით შინაურ ცხოველებთან ან ბავშვებთან ერთად და ხშირად მიირთმევთ მანქანაში, იდეალურია ყოველთვიური ქიმწმენდის გრაფიკი. ასევე, გონივრულია ქიმწმენდის ჩატარება დიდი მოგზაურობის წინ, წვიმიანი სეზონის შემდეგ ან მანქანის გაყიდვამდე. მანქანის ქიმწმენდა ეფექტური სერვისია, რათა ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ხარისხიანად გემსახუროთ. ამასთან არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა და თქვენთვის სასიამოვნო გარემო შექმნათ.
სად შეიძლება საუკეთესო ქიმწმენდის სერვისის მარტივად პოვნა?
ქიმწმენდის სერვისები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენი ტანსაცმელი, ავეჯი და ავტომობილი მუდამ სუფთა, მოვლილი და გამორჩეული იერის მქონე იყოს.
პროფესიონალური ქიმწმენდა არამხოლოდ აშორებს ზედაპირულ ჭუჭყს და ლაქებს, არამედ სიღრმისეულად წმენდს ბოჭკოებსა და რთულად მისადგომ ადგილებს, რაც უზრუნველყოფს ნივთების ხანგრძლივ სიცოცხლესა და პირვანდელი იერის შენარჩუნებას.
რეგულარული ქიმწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ზრუნავს ჯანმრთელობაზე და გარემოს ჰიგიენაზე ეს პროცესი ეფექტურად აშორებს მტვერს, ბაქტერიებს, ალერგენებსა და უსიამოვნო სუნს, რაც ტრადიციული წმენდით ხშირად შეუძლებელია. ქიმწმენდა დღეს უკვე ხელმისაწვდომია სწრაფად და მოსახერხებლად, შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ სანდო სპეციალისტი და მიიღოთ მომსახურება თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. განსაკუთრებით ეფექტურია ქიმწმენდის გამოძახების სერვისი. დღეს უკვე თბილისში, რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებში შესაძლებელია გამოიძახოთ პროფესიონალი პირდაპირ თქვენს სახლში.
NS