ქარ­თვე­ლი დუ­ე­ტის დე­ბი­უ­ტი ჰო­ლი­ვუ­დის გულ­ში: მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრანი-ბაბლუანი "Vogue World: Hollywood“-ის ისტორიულ პოდიუმზე - კვირის პალიტრა

ქარ­თვე­ლი დუ­ე­ტის დე­ბი­უ­ტი ჰო­ლი­ვუ­დის გულ­ში: მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრანი-ბაბლუანი "Vogue World: Hollywood“-ის ისტორიულ პოდიუმზე

ბოლო 24 სა­ა­თია, რაც მსოფ­ლი­ოს მო­დის ეპი­ცენ­ტრი ლოს-ან­ჯე­ლე­სია, სა­დაც Vogue-ის ყო­ველ­წლი­ურ­მა გრან­დი­ო­ზულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ, Vogue World-მა ( ტრი­უმ­ფით ჩა­ი­ა­რა. წელს ღო­ნის­ძი­ე­ბის თემა ჰო­ლი­ვუ­დის კინო იყო და კოს­ტი­უ­მე­ბი ამ თე­მის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

ეს იყო კი­ნო­სა და მო­დის სამ­ყა­როს და­უ­ვი­წყა­რი სინ­თე­ზი, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი – მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი და ნას­ტა­სია ლეგ­რა­ნი-ბაბ­ლუ­ა­ნი აღ­მოჩ­ნდნენ.

ქარ­თვე­ლი დუ­ე­ტის დე­ბი­უ­ტი ჰო­ლი­ვუ­დის გულ­ში

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი და ნას­ტა­სია ლეგ­რა­ნი-ბაბ­ლუ­ა­ნი ამ ის­ტო­რი­ულ პრო­ექ­ტში მი­ი­ღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გავ­რცელ­და. ეს იყო მათი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა "Vogue World“-ის პო­დი­უმ­ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­კულ­ტო ად­გი­ლას, Paramount Pictures Studios Lot-ზე გა­ი­მარ­თა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მე­ბი – "სა­უზ­მე ტი­ფა­ნის­თან“ და "ნათ­ლია“ გა­და­ი­ღეს. შოუს თე­მა­ტი­კა სწო­რედ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­ნიშ­ვნა იყო, სა­დაც ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ღა­ლი მო­დის ლუ­ქებს შე­ერ­წყა.

ნი­კოლ კიდ­მა­ნი­დან მა­ტილ­დამ­დე და ნას­ტა­სია ლეგ­რა­ნამ­დე შოუ მსა­ხი­ობ­მა, ნი­კოლ კიდ­მან­მა გახ­სნა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაფრ­თო­ვა­ნა. პო­დი­უმ­ზე ასე­ვე ვი­ხი­ლეთ სუ­პერ­მო­დე­ლი ქენ­დალ ჯე­ნე­რი, რო­მელ­მაც ნი­კოლ კიდ­მა­ნის გმი­რის სა­კულ­ტო ლუქი წარ­მო­ად­გი­ნა ფილ­მი­დან "მუ­ლენ რუჟი“. ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან და მომ­ღერ­ლებ­თან (მათ შო­რის Doja Cat და გრე­ი­სი აბ­რამ­სი) ერ­თად, პო­დი­უმ­ზე დო­მი­ნი­რებ­დნენ ტოპ-მო­დე­ლე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც ორი ქარ­თვე­ლი სახე ბრწყი­ნავ­და.

მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის ლუქი 1960-იანი წლე­ბის ეპო­ქას უკავ­შირ­დე­ბო­და. მო­დელ­მა მო­ირ­გო მოკ­ლე კაბა, რო­მე­ლიც მწვა­ნე-ყვი­თელ ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ოქ­როს­ფე­რი დე­ტა­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ენერ­გი­უ­ლი და თა­მა­მი ლუქი სრულ­დე­ბო­და ფე­რა­დი, ზო­ლე­ბი­ა­ნი, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით.

წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები