"ყოველთვის მაბრაზებდა თავხედობა და ნაძირლობა - ვბრაზდები, როდესაც ქალაქში ვხედავ ახალ ცუდ შენობას" - გუგა კოტეტიშვილის "სახალხო ინტერვიუ" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მაბრაზებდა თავხედობა და ნაძირლობა - ვბრაზდები, როდესაც ქალაქში ვხედავ ახალ ცუდ შენობას" - გუგა კოტეტიშვილის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რი გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ნინო:

- რო­გორ ხართ, ბა­ტო­ნო გუგა. რას საქ­მი­ა­ნობთ ამ ეტაპ­ზე?

- როცა სო­ფელ­ში ვარ, მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს. პენ­სი­ო­ნე­რის სტა­ტუ­სით დროს სა­კუ­თარ თავს და სულს ვუთ­მობ. ვთვლი, რომ ასაკ­ში ასე­თი ცხოვ­რე­ბა მერ­გო. მოკ­ლედ, პენ­სი­ო­ნე­რი ვარ... ასე რომ, თა­ვი­სუ­ფალ დროს ისევ სა­კუ­თარ თავს, ხატ­ვას, ლექ­სებს, ყვა­ვი­ლებს და ბოს­ტანს ვუთ­მობ.

სოსო:

- სოფ­ლი­დან რო­გორ მო­ჩანს დე­და­ქა­ლა­ქი?

- მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, რომ დე­და­ქა­ლა­ქი ფი­ზი­კუ­რად იქი­დან არ ჩანს, რაც კარ­გია... რო­დე­საც დღეს ამ გა­და­ცე­მა­ში მოვ­დი­ო­დი, ისე­თი სა­ცო­ბი იყო, ერთი სა­ა­თი წრე­ებს ვურ­ტყამ­დი და მოს­ვლა და­ვაგ­ვი­ა­ნე. ეს ჩემ­თვის კოშ­მა­რია და ამას გა­ვე­ქე­ცი, ამი­ტომ ვარ იქ...

ნუგო:

- მა­მას, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილს ხში­რად იხ­სე­ნებთ? რა არის ის, რაც მის­გან მუდ­მი­ვად გახ­სოვთ?

- ვა­ხუშ­ტის სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა - სი­ცო­ცხლის ნიჭი უნდა გქო­ნეს... სი­ცო­ცხლის ნი­ჭია ის, რა­საც ვცდი­ლობ, რომ მქონ­დეს და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ვფიქ­რობ, რომ ბო­ლოს გა­მო­მი­ვი­და... ვა­ხუშ­ტის ძა­ლი­ან უნ­დო­და, ამ აგა­რა­კის დას­რუ­ლე­ბა. სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ერ­თად და­ვი­წყეთ, მა­შინ მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი. მერე 40-წლი­ა­ნი პა­უ­ზა იყო და მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩერ­და, რად­გან თბი­ლის­ში, 1992 წელს ომის დროს ჩვე­ნი სახ­ლი და­იწ­ვა. აგა­რა­კი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვას­რუ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ ვა­ხუშ­ტი ვერ მო­ეს­წრო გუ­და­ლეთ­ში იმ აი­ვან­ზე ჯდო­მას, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­და. მე ეს გა­მო­მი­ვი­და და მგო­ნია, რომ სი­ცო­ცხლის ნი­ჭიც ეს არის - ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნიჭი და ადა­მი­ა­ნის­თვის მთა­ვა­რი რამ.

ნიკო:

- პაპა - ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვრპლი გახ­და. ამა­ზე რა ინ­ფორ­მა­ცია გქონ­დათ ბავ­შვო­ბი­დან და წლე­ბის მერე ეს ამ­ბა­ვი რო­გორ შე­ა­ფა­სეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რაც მოხ­და, რომ და­ი­ჭი­რეს და დახ­ვრი­ტეს. უბ­რა­ლოდ მა­მა­ჩემ­მა და ოჯახ­მა არ იცო­და, რა პი­რო­ბებ­ში მოხ­და ეს. მა­მა­ჩემს, წლე­ბის მერე, ვი­ღა­ცამ მო­უყ­ვა, რო­მე­ლიც პა­პას­თან ერ­თად სა­კან­ში იჯდა... მა­ლე­ვე და­უხვრე­ტი­ათ. და­კი­თხვა­ზე რომ გა­იყ­ვა­ნეს, უკან გა­დამ­ტვრე­უ­ლი მუხ­ლე­ბით შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ. ეტყო­ბა, რა­ღა­ცას ხელი არ მო­ა­წე­რა, ან ვი­ღაც არ და­ა­ბე­ზღა. ის კაცი თურ­მე მა­მას უყ­ვე­ბო­და, ჩვენ გვას­წავ­ლი­და, რო­გორ უნდა მოგ­ვეთ­მი­ნა ტკი­ვი­ლი, რო­გორ უნდა გვე­სუნ­თქა იმ დროს, რომ ტკი­ვი­ლის­თვის გაგ­ვეძ­ლო... ეს იყო ის, რაც მერე კი­დევ და­ე­მა­ტა იმ ის­ტო­რი­ას, რაც პა­პა­ჩემ­ზე მა­ნამ­დე ვი­ცო­დით.

ტრა­გე­დია იყო სა­ერ­თოდ ის, რაც იმ დროს ხდე­ბო­და. ადა­მი­ა­ნებს იდე­ე­ბის და მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ასეთ დღე­ში აგ­დებ­დნენ...

უც­ნო­ბი:

- რა გაბ­რა­ზეთ?

- ყო­ველ­თვის მაბ­რა­ზებ­და და ახ­ლაც ასეა - თავ­ხე­დო­ბა და ნა­ძირ­ლო­ბა, მაგ­რამ ამ ბოლო დროს მა­ინც ნაკ­ლე­ბად ვბრაზ­დე­ბი, არ ვიცი, რა­ტომ დავ­დე­ქი ამა­ზე მაღ­ლა, მაგ­რამ მინ­და, რომ ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ვა­პა­ტიო. ვბრაზ­დე­ბი, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში ვხე­დავ ახალ ცუდ შე­ნო­ბას. ამა­ზე ცუ­დად ვხდე­ბი. მგო­ნი, ქა­ლა­ქი­დან ამა­საც გა­ვე­ქე­ცი. ცუ­დია და არ მომ­წონს ძი­რი­თა­დად ის, რაც ცუ­დად, არას­წო­რა და სამ­წუ­ხა­როდ არას­წორ ად­გილ­ზე კეთ­დე­ბა. არ­ქი­ტექ­ტუ­რა ჩემი ჰო­ბია - ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბა არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია. ამ კუ­თხით ქა­ლა­ქის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბა დღეს სა­ერ­თოდ არ გვაქვს. ვი­საც ფული აქვს, ანუ ინ­ვეს­ტორს, ის აშე­ნებს. აშე­ნებს იმას, რისი სურ­ვი­ლიც აქვს. არა­და, ქა­ლა­ქი ასე არ ვი­თარ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში ინ­გრე­ვა და ფუჭ­დე­ბა, რაც ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­საც ერთ ქა­ლაქს მე­ო­რის­გან გა­ნას­ხვა­ვებს. რა­ღაც ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ იმ ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვის ის­ტო­რი­ით, ლე­გენ­დით, რღაც გარ­კვე­უ­ლი წე­სით. იმ ყვე­ლაფ­რის მონ­გრე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამმხრივ ჩვენ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­სია.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ გადაცემა