რატომ დატოვა ლაშა ჯოხაძემ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა?! - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა ლაშა ჯოხაძემ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა?!

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ლაშა ჯოხაძემ გადაწყვეტილება საკუთარი განცხადების საფუძველზე მიიღო.

შეგახსენებთ, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე 2020 წელს დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"