“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან" - რას წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე?
“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან , - წერს იუკნევიჩიენე , - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
იუკენიჩიენე შოკისმომგვრელს უწოდებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის თაობაზე.
“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოდან.
მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი).
“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, - წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
"ინტერპრესნიუსი"