"ლიკას ბავშვი შეუნარჩუნდა... მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უკეთესობა აქვს... ბაჩო დედისერთა იყო, სასწრაფოს მანქანაში გონზე ყოფილა, მერე დაღუპულა" - რას ჰყვებიან აბაშაში დატრიალებულ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"ლიკას ბავშვი შეუნარჩუნდა... მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უკეთესობა აქვს... ბაჩო დედისერთა იყო, სასწრაფოს მანქანაში გონზე ყოფილა, მერე დაღუპულა" - რას ჰყვებიან აბაშაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

24 ოქ­ტომ­ბერს სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ას, 19 წლის ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი ჰქონ­და. ამ დრომ­დე სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი მე­უღ­ლე, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა, ამ ზა­ფხულს ჰქონ­დათ ქორ­წი­ლი და ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ, მაგ­რამ იმ დღეს მომ­ხდარ­მა სა­ში­ნელ­მა ავა­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. გლო­ვობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. გლო­ვაა მათ მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში აბა­შა­ში, სა­ი­და­ნაც იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდე­ბი.

შა­ბათს მი­ა­ბა­რე­ბენ მი­წას ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვილს. მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს. პა­რაკ­ლი­სე­ბი იმარ­თე­ბა ტა­ძარ­ში და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი სთხოვს უფალს მის გა­დარ­ჩე­ნას.რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­ო­რე დღეს ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამი­ტომ მან­ქა­ნა მას უკვე სა­ქორ­წი­ნოდ მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის ბი­ძაც, რო­მე­ლიც ასე­ვე კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

"არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დიდ ტრა­გე­დი­ა­ზე. ყვე­ლა გლო­ვობს და სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი. ისე­თი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი. სამ­წუ­ხა­როდ ბაჩო გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს ქორ­წილ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ამი­ტომ მან­ქა­ნა გა­წყო­ბი­ლი ჰქონ­და სა­ქორ­წი­ნოდ, როცა ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ და ეს სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის კად­რე­ბი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს მე­ქორ­წი­ლე­ე­ბის მან­ქა­ნა მოყ­ვა ავა­რი­ა­შიო, მაგ­რამ ეს არ არის მარ­თა­ლი, მე­ო­რე დღეს მი­დი­ოდ­ნენ ქორ­წილ­ში ეს ლა­მა­ზი ცოლ-ქმა­რი, მეჯ­ვა­რე ბაჩო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, გა­დაბ­რუნ­და ეს მან­ქა­ნა, ბაჩო, მისი მე­უღ­ლე ლიკა და ბა­ჩოს ბიძა იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნას მარ­თავ­და ბა­ჩოს ბიძა, ას­ლა­ნი, ბაჩო კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ლიკა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, გუ­შინ მი­თხრეს, რომ თით­ქოს რა­ღაც პრო­ცენ­ტით არის უკე­თე­სო­ბაო. თუმ­ცა ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან მძი­მეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. იბ­რძვის სი­ცო­ცხლის­თვის. ვრცლად