"მა­მაც სიმ­სივ­ნით არის გარ­დაც­ვლი­ლი, დე­დაც ახ­ლა­ხან ასე... დიაგნოზის შესახებ პირველად 2011 წელს გავიგე, 5 წლის შემდეგ აღმოჩნდა რეციდივი" - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე - კვირის პალიტრა

"მა­მაც სიმ­სივ­ნით არის გარ­დაც­ვლი­ლი, დე­დაც ახ­ლა­ხან ასე... დიაგნოზის შესახებ პირველად 2011 წელს გავიგე, 5 წლის შემდეგ აღმოჩნდა რეციდივი" - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე

ოქ­ტომ­ბე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად ძუ­ძუს კი­ბოს­თან ბრძო­ლის გლო­ბა­ლუ­რი თვეა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად გვახ­სე­ნებს დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბას. "ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბრის" ფარ­გლებ­ში, ცნო­ბი­ლი ექი­მი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი თა­ვის პოდ­კას­ტში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მას შე­ე­ხო და სტუმ­რად მომ­ღე­რა­ლი, ნატო მე­ტო­ნი­ძე მი­იწ­ვია.

ნატო მე­ტო­ნი­ძე არის ქალი, რო­მელ­მაც ერთხელ უკვე და­ა­მარ­ცხა ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ახლა მე­ო­რედ უწევს ამ რთუ­ლი გზის გავ­ლა. მომ­ღე­რა­ლი გულ­წრფე­ლად იხ­სე­ნებს პირ­ველ დი­აგ­ნოზს 2011 წელს, იმ სა­ში­ნელ შიშ­სა და გან­ცდებს, რაც დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბამ მო­ი­ტა­ნა. ის სა­უბ­რობს იმ უდი­დეს როლ­ზე, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რამ ითა­მა­შა.

სამი წლის წინ, ერთხელ გა­მორ­ჩე­ნი­ლი ანა­ლი­ზის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ და­ა­ვა­დე­ბა 5-წლი­ა­ნი სიმ­შვი­დის შემ­დეგ, მე­ო­რედ, უკვე მე­ტას­ტა­ზუ­რი ფორ­მით და­უბ­რუნ­და:

- ახლა მე­ო­რედ გავ­დი­ვარ ამ გზას. კლა­სი­კუ­რი ვა­რი­ან­ტია, რომ გგო­ნია, შენ არა­სო­დეს და­გე­მარ­თე­ბა. შემ­დეგ ცოტა ხანს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ და მერე გი­წევს. პირ­ვე­ლად 2011 წელს გა­ვი­გე დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ, სარ­კე­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, თვალ­სა­ჩი­ნო იყო. შემ­დეგ ექიმს მი­ვა­კი­თხე, ოპე­რა­ცია ავ­სტრი­ა­ში გა­ვი­კე­თე, სხი­ვუ­რი თე­რა­პი­აც იქ ჩა­ვი­ტა­რე. აღ­მოჩ­ნდა, რომ კარგ ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და­ა­ვა­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა თუ გი­წევს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო­უ­ლად მი­ა­კი­თხო სპე­ცი­ა­ლისტს. ამ დროს ბევ­რად მარ­ტი­ვია აქე­დან თა­ვის დაღ­წე­ვა და გზას, რა­საც გა­დი­ხარ, ისიც.

- რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ რომ შე­ი­ტყვეთ.

- სა­ში­ნე­ლი შიში იყო, ამ დროს ძა­ლი­ან ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი მოგ­დის თავ­ში, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა. თან მა­შინ არ იყო ჩვენ­თან ასე მე­დი­ცი­ნა. შემ­დეგ უღ­რა­ნი ტყეა, არ გინ­და გა­ი­გო და წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ ეს შენ და­გე­მარ­თე­ბა ან შენს ოჯახ­ში ვინ­მეს.

თა­ვი­დან არ მინ­დო­და ყვე­ლას­თვის მეთ­ქვა. ორმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იცო­და და ჩემ­მა დამ. ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბოდ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. მე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი აქ გა­მევ­ლო ეს მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც აი­ჩე­მეს, რომ უცხო­ეთ­ში ჯობ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა ამ დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა თავი მარ­ტო არ იგ­რძნო.

ჩემს მე­გო­ბარს უკვე ჰქონ­და ეს გზა გავ­ლი­ლი, ავ­სტრი­ა­ში, იმ ექიმ­თან, რო­მელ­თა­ნაც მან იმ­კურ­ნა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, მორ­ფო­ლო­გი­ის პა­სუ­ხი რომ მო­ვი­და აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი სტა­დია. ამის გამო, ქი­მია არ დამ­ჭირ­და, მხო­ლოდ სხი­ვუ­რი და ჰორ­მო­ნო თე­რა­პია დამ­ჭირ­და. შემ­დეგ ექვს თვე­ში ერთხელ შე­მოწ­მე­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, შემ­დეგ წე­ლი­წად­ში ერთხელ.

მა­მაც სიმ­სივ­ნით არის გარ­დაც­ვლი­ლი, დე­დაც ახ­ლა­ხან ასე...

მა­ნამ­დე არ ჩა­მი­ტა­რე­ბია სკრი­ნინ­გი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ ვიქ­ცე­ო­დი, რო­გორც იქ­ცე­ვი­ან ახლა სხვა ქა­ლე­ბი. სა­დღაც შუა გზა­ში მივ­ხვდი, რომ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მინ­და, რომ ეს ყვე­ლამ გა­ი­აზ­როს. არ აის­ხლი­ტონ, მი­ვიდ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტთან. უბ­რა­ლოდ ღმერ­თის ნება იყო, რომ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ზე.

გააგრძელეთ კითხვა