"ვერავინ დამწამებს ცილს, რომ "ნაცი" ვარ... 2007 წლის ნოემბრის აქციის დროს ფიზიკურად დავზიანდი, თან დამაჯარიმეს" - ქალი რუსთაველიდან, რომელსაც შსს "დანაშაულს" ვერ უმტკიცებს - კვირის პალიტრა

"ვერავინ დამწამებს ცილს, რომ "ნაცი" ვარ... 2007 წლის ნოემბრის აქციის დროს ფიზიკურად დავზიანდი, თან დამაჯარიმეს" - ქალი რუსთაველიდან, რომელსაც შსს "დანაშაულს" ვერ უმტკიცებს

აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ გი­ორ­გა­ძე 22 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე-10 ნა­წი­ლით და 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ქმე­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­სა და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტ­ვას გუ­ლის­ხმობს.

"კი­დევ ერთხელ გა­ვა­ლებთ, მო­ი­ძი­ოთ იმ გა­რე­მო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თა­მარ გი­ორ­გა­ძე გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ხე­ლოვ­ნუ­რად მა­შინ კე­ტავ­და, როცა ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი არ იყო“, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძემ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს, როცა 27 ოქ­ტომ­ბრის სხდო­მა­ზე

აქ­ტი­ვისტ თა­მარ გი­ორ­გა­ძის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბა­ზე უნდა ემ­სჯე­ლათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა გა­სულ სხდო­მა­ზეც იმ მი­ზე­ზით გა­და­ი­დო, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გი­ორ­გა­ძის მიერ გზის გა­და­კეტვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს.

შემ­დე­გი სხდო­მა 17 ნო­ემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა და შსს-მ ვი­დე­ო­მა­სა­ლა სწო­რედ ამ დრო­ის­თვის უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

თა­მუ­ნას როცა და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, ბევ­რი დრო არ მაქვს, და­კა­ვე­ბუ­ლებს ამა­ნა­თე­ბი უნდა შე­ვუ­ტა­ნოო.

"მცხე­თა­ში მივ­დი­ვარ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი­დან პი­რა­დი ნივ­თე­ბი წა­მო­ვი­ღეთ და იზო­ლა­ტორ­ში გვაქვს შე­საგ­ზავ­ნი. მათი რი­ცხვი შე­ზღუ­დუ­ლია, რამ­დე­ნი­მე ნივთს ერ­თდრო­უ­ლად ვერ ჩა­ვუ­ტანთ, ამი­ტომ ხში­რად ჩას­ვლა გვი­წევს. ჩვენ, აქ­ტი­ვის­ტებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს ფუნ­ქცი­ე­ბი. დღეს საკ­ვე­ბი და პი­რა­დი ნივ­თე­ბი ბაჩო კუ­ცი­ას­თან და კოკო მი­ქა­ი­ას­თან შე­მაქვს (მე­სა­მე­ცაა მათ­თან სა­კან­ში, გვა­რი არ მახ­სოვს, ეს დღე­ე­ბი ცოტა ამოვ­ვარ­დი რე­ჟი­მი­დან). ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ გა­უმ­ზა­და სა­მი­ვეს ამა­ნა­თი, მისი გვა­რი არ ვიცი, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა - ხში­რად ერ­თმა­ნე­თის გვა­რე­ბიც არ ვი­ცით, მაგ­რამ ერ­თნი ვართ, მომ­ცე­მენ ნო­მერს და ვრე­კავთ ერ­თმა­ნეთ­თან, სად და რო­მელ სა­ათ­ზე მი­ვი­დეთ, რა გა­მო­ვარ­თვათ, ყვე­ლა­ფე­რი შე­ვაგ­რო­ვოთ და მერე წა­ვი­ღოთ. ამ­ხე­ლა სო­ლი­და­რო­ბამ, თა­ნად­გო­მამ და სიყ­ვა­რულ­მა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკ­ვა­ლოდ ჩა­ი­ა­როს და შე­დე­გი არ დად­გეს?“

"ეს ბრა­ლი ვერ დამ­ტკიც­დე­ბა, ასე­თი ვი­დეო ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს“- ბრალ­დე­ბა გზის გა­და­კეტ­ვას მე­და­ვე­ბა. პირ­ველ პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც 23 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და, მო­სა­მარ­თლემ მო­უს­მი­ნა შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელს და ჩემს უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე სთხო­ვა მათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა. წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უპა­სუ­ხა, რომ დრო­ში ვერ მო­ეს­წრე­ბო­და და მო­სა­მარ­თლეს­თან ერ­თად ვნა­ხავ­თო. შსს-ს მოწ­მე­ე­ბიც ჰყავს, ორი ცრუ­მოწ­მე პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ვი­თომ ჩემს და­კა­ვე­ბას ეს­წრე­ბო­და (არა­და, ორი­ვე იქ იყო, სა­დაც და­კა­ვე­ბის ოქმი შედ­გა, ისი­ნი და­კა­ვე­ბის ფაქტს არ შეს­წრე­ბი­ან). მათ რაც სთხო­ვეს, ის და­ა­დას­ტუ­რეს...

მო­სა­მარ­თლემ გვიჩ­ვე­ნა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც მე არ ვჩან­დი. იმ დღეს ტრო­ტუ­არ­ზე ვი­დე­ქი, გზა არ გა­და­მი­კე­ტავს და ამას არც არა­ფე­რი ადას­ტუ­რებს. ბრალ­დე­ბას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ჩემი და­კა­ვე­ბის ვი­დეო არ წარ­მო­უდ­გე­ნია, ისევ ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა წარ­მო­ად­გი­ნა და­კა­ვე­ბის ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ის არც უნა­ხავს მო­სა­მარ­თლეს და ისე უთხრა შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ მათ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ბრა­ლი არ მტკიც­დე­ბო­და და 27 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­დო სხდო­მა, მო­ი­თხო­ვა წარ­მო­ედ­გი­ნათ სხვა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცებ­და ჩემს ბრა­ლე­უ­ლო­ბას. მე­ო­რე სხდო­მა­ზეც რომ ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს, მო­სა­მარ­თლე ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და უთხრა 30 ცალი 112-ის კა­მე­რა გაქვთ ბო­ძებ­ზე, რუს­თა­ველ­ზე და რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა იმ ვი­დე­ოს ამო­ღე­ბა და წარ­მოდ­გე­ნა, გი­ორ­გა­ძე ნამ­დვი­ლად თუ კე­ტავ­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სო.

გააგრძელეთ ინტერვიუს კითხვა