ნინო ბურჯანაძე ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც ესწრებოდა - რა კადრები ვრცელდება? - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც ესწრებოდა - რა კადრები ვრცელდება?

ბე­ლა­რუ­სულ და რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე მინ­სკში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ის ევ­რა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრო და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს შეხ­ვდა.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ ლუ­კა­შენ­კომ და ბურ­ჯა­ნა­ძემ კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ისა­უბ­რეს. ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ მო­იხ­სე­ნია, რო­გორც "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ორა­ტო­რი" ("замечательный оратор"), რის­თვი­საც ლუ­კა­შენ­კომ მას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და შემ­დგომ გან­ხილ­ვებ­ზე მი­იწ­ვია.

ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რის თქმით, იგი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­კი­თხე­ბის შემ­დგო­მი გან­ხილ­ვით და ბურ­ჯა­ნა­ძე დი­ა­ლო­გის­თვის მი­იწ­ვია.

ევ­რა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის მინ­სკის კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლუ­კა­შენ­კომ კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნა­ზე მკვეთ­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. მან და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა იმა­ში, რომ ისი­ნი "ცდი­ლო­ბენ დათ­რგუ­ნონ ბე­ლა­რუ­სის ეკო­ნო­მი­კა" და გა­მო­იწ­ვი­ონ "სო­ცი­ა­ლუ­რი აჯან­ყე­ბე­ბი". ბე­ლა­რუ­სის ლი­დერ­მა კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქვე­ყა­ნა რუ­სეთს ეყ­რდნო­ბა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე