"საკითხავის ფესტივალის" დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - რა დაგხვდებათ "თბილისი მოლში" - კვირის პალიტრა

"საკითხავის ფესტივალის" დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - რა დაგხვდებათ "თბილისი მოლში"

პირ­ვე­ლი „სა­კი­თხა­ვის ფეს­ტი­ვა­ლი“ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბა. 31 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, „თბი­ლი­სი მოლ­ში“ წიგ­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი დაგ­ხვდე­ბათ, ბევ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და სი­ურპრი­ზე­ბით.

„სა­კი­თხა­ვის ფეს­ტი­ვა­ლი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის 20 წლის იუ­ბი­ლეს და­აგ­ვირ­გვი­ნებს. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლი შეძ­ლებს გა­ა­ტა­როს სა­სი­ა­მოვ­ნო დრო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, გა­ეც­ნოს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს, გა­ნა­ახ­ლოს სახ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით და რაც მთა­ვა­რია, გრან­დი­ო­ზუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბით.

screenshot-2025-10-29-141405-1761732871.png

რა გე­ლო­დე­ბათ ფეს­ტი­ვალ­ზე

ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს ელით უამ­რა­ვი სი­ახ­ლე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა:

  • 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა ყვე­ლა წიგნ­ზე;
  • და­მა­ტე­ბით 30%-იანი ქე­შ­ბე­ქი თი­ბი­სი ბან­კის ახა­ლი ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას;
  • სა­ჩუქ­რე­ბი ყო­ველ შე­ნა­ძენ­ზე;
  • გა­თა­მა­შე­ბე­ბი
  • ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი ავ­ტორ­თან და სხვ.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ხიბ­ლი მისი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა. ასა­კობ­რი­ვად და­ლა­გე­ბულ თა­რო­ებ­ზე მარ­ტი­ვად იპო­ვით იმას, რაც თქვენს გე­მოვ­ნე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა:

ბავ­შვე­ბის­თვის - სა­ბავ­შვო ზონა იქ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი, საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბით, თა­მა­შე­ბი­თა და სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით;

მო­ზარ­დე­ბის­თვის - თა­ნა­მედ­რო­ვე სე­რი­ე­ბი, ბესტსე­ლე­რე­ბი და ახა­ლი წიგ­ნე­ბი;

მოზ­რდი­ლე­ბის­თვის - კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მა­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, დო­კუ­მენ­ტუ­რი და სა­მო­ტი­ვა­ციო გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს შე­მოდ­გო­მას გან­სა­კუთ­რე­ბულ ფე­რებს შე­მა­ტებს.

„სა­კი­თხა­ვის ფეს­ტი­ვა­ლი“ არ არის მხო­ლოდ ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დღე­ე­ბი, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც წიგ­ნე­ბი ცო­ცხლდე­ბი­ან, და მკი­თხვე­ლი ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდე­ბა.

სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა, მო­ემ­ზა­დე ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის,

გა­ნა­ახ­ლე შენი ბიბ­ლი­ო­თე­კა და იპო­ვე შენი წიგ­ნი „თბი­ლი­სი მოლ­ში“ 31 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით!

წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გი სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე.

R