"ამან დედას ჯანმრთელობაზე იმოქმედა... ის განიცდის შვილიშვილების მდგომარეობას, რომლებსაც სკოლაში დასცინიან" - რა თქვა სასამართლოზე ბრიჯიტ მაკრონის შვილმა - კვირის პალიტრა

"ამან დედას ჯანმრთელობაზე იმოქმედა... ის განიცდის შვილიშვილების მდგომარეობას, რომლებსაც სკოლაში დასცინიან" - რა თქვა სასამართლოზე ბრიჯიტ მაკრონის შვილმა

საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლე­დის, ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნის მი­მართ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "და­მამ­ცი­რე­ბე­ლი“ კამ­პა­ნი­ის­თვის პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე 10 პირი წარ­დგა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს­და, ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნი რე­ა­ლუ­რად ტრანსგენ­დე­რი მა­მა­კა­ცი იყო სა­ხე­ლად ჟან-მი­შელ ტრუ­ნიუ.

სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მის სტა­ტუ­სით გა­მო­ცხად­და, ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნის 41 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ტი­ფენ ოზი­ე­რი. მისი გან­ცხა­დე­ბით, სექ­სის­ტურ­მა კი­ბერ­ბუ­ლინ­გმა დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და."ჩემი აქ ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და ვი­სა­უბ­რო იმ ზი­ა­ნის შე­სა­ხებ, რაც ამ ამ­ბავ­მა დე­და­ჩემს მი­ა­ყე­ნა. მსურს მო­გიყ­ვეთ, რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც ამ თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და“, - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლე­დის შვილ­მა.

"სიფრ­თხი­ლე უწევ­და ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და პო­ზის არ­ჩე­ვი­სას... კარ­გად იცის, რომ მისი იმი­ჯი ამ თე­ო­რი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. დე­დამ ამ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ის­წავ­ლა, ის გა­ნიც­დის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში დას­ცი­ნი­ან", - ამ­ბობს ბრი­ჯი­ტის შვი­ლი.წელს, მაკ­რო­ნე­ბის ად­ვო­კატ­მა, ტომ კლერ­მა, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ წყვი­ლი აშშ-ის სა­სა­მარ­თლოს ფოტო და სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წა­რუდ­გენ­და იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მაკ­რო­ნი ქა­ლია.

"წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ ამ ტი­პის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და გი­წევს“, - თქვა მან.

გააგრძელეთ კითხვა