მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა - კვირის პალიტრა

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელიც მოწმობა.

გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

"ინტერპრესნიუსი"