"ბურევესტნიკის“ შემდეგ "პოსეიდონიც“- პუტინი ტრამპს ამჯერად უკვე ბირთვულძრავიანი წყალქვეშა დრონითაც აშინებს... - კვირის პალიტრა

"ბურევესტნიკის“ შემდეგ "პოსეიდონიც“- პუტინი ტრამპს ამჯერად უკვე ბირთვულძრავიანი წყალქვეშა დრონითაც აშინებს...

რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქვეყნოდ დაიტრაბახა „მსოფლიოში ანალოგის არ მქონე“ ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდით, რომელსაც თურმე მთელი დედამიწოს შემოფრენაც კი შეუძლია, ამაზე აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის პასუხი მკვეთრი გახლდათ-პუტინს ურჩევნია ის ომი დაამთავროს, რომელიც მეოთხე წელია ვერ მოუგია და არა ახალი რაკეტები გამოსცადოსო...

თუმცა, ერთი მეორეს რაში უშლის ხელს?დასავლეთის,მათ შორის, სწორედ აშშ-ებისა და ევროპის არათანამიმდევრული და ხშირად გაუგებარი პოლტიკის ბრალიცაა, რომ ეს ომი მეოთხე წელია მიმდინარეობს და პუტინის არმიას ჯერ კიდევ ჰყოფნის რესურსები მუდმივ საბრძოლო ინიციატივას ფლობდეს ფრონტის ხაზზე, იმიტომაც,რომ დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სახის სანქციების თავის არიდებას კრემლი ძალიან მოხერხებულად აგრძელებს...

თუ დაახლოებით რას წარმოადგენს ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და რატომა საშიში მისი არათუ საბრძოლო გამოყენება,არამედ გამოცდაც კი ჩვენი პლანეტის ეკოსისტემისთვის,ამავე ბლოგის 26 ოქტომბრის სტატიაში "მფრინავი ჩერნობილი“ რუსეთს მართლაც გამოუცდია - პუტინი „ბირთვულ ხელკეტს“ ისევ სახიფათოდ „ათამაშებს“...“, განვიხილეთ,მაგრამ რუსული მორიგი რა „მხეცია“, ასევე ბირთვულძრავიანი წყალქვეშა „პოსეიდონი“?ბირთვული ენერგოდანადგარით აღჭურვილი წყალქვეშა დრონი „პოსეიდონი“ ფაქტობრივად ბირთვულ ტორპედოს წარმოადგენს, მაგრამ ბირთვულქობინიანი,მაგრამ ელექტროძრავიანი ტორპედოსგან განსხვავებით მას წყალქვეშ ათასობით მილის გაცურვა შეუძლია ფარულად წყალქვეშა მდგომარეობაში.

სწორედ ეს მთავარი გარემოება, რომ „პოსეიდონმა“ ფარულად შესძლოს წყალქვეშ ერთი კონტინენტიდან მეორამდე მიღწევა, მას სტრატეგიული თვალსაზრისით მართალაც ბევრად უფრო სახიფათო ახალ რუსულ იარაღად აქცევს, ვიდრე ასევე ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტა “ბურევესტნიკს“, რადგან დაახლოებით 900-1 000 კმ/სთ სიჩქარით მფრენი „ბურევესტნიკის“ ადრე თუ გვიან აღმოჩენა შესაძლებელია, რაგინდ დაბალ სიმაღლეზეც არ უნდა მიფრინავდეს ის და რა საოცარ საჰაერო მანევრებსაც არ უნდა ასრულებდეს-შესაბამისად, აღმოჩენილი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებაც აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას...

„პოსეიდონის“ ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიც გასაიდუმლოებულია, მიახლობით კი ცნობილია, რომ მისი სიგრძე ორ ათეულ მეტრამდეა, დიამეტრი ორ მეტრამდე და ის ას ტონამდე იწონის.

„პოსეიდონის“ გაშვებას ახდენს სპეციალურად გადაკეთებული ატომური წყალქვეშა ნავი,რომლის ძირზედაც არის მიმაგრებული „პოსეიდონი“, ისე რომ ის ვიზუალურად არ ფიქსირდება,თუნდაც ატომური წყალქვეშა ნავი ნაწილობრივ ამოყვინთულ მდგომარეობაში იყოს.

წყალქვეშ გაშვების შემდეგ უპილოტო „პოსეიდონი“ თავისი ბირთვული ენერგოდანადგარის წყალობით, ამოუყვინთავად გადალახავს ათასობით მილს და პოტენციური მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან სამხედრო-საზღვაო პორტში მოახდენს ორი მეგატონა სიმძლავრის ბირთვული ქობინის აფეთქებას,რის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი მთლიანად წალეკავს ამ საზღვაო ბაზას...

poseidoni2-1761753274.jpg

„პოსეიდონის“ აწყობა რუსულ ქარხანაში...

ასეთი საშინელი სცენარების შედგენა პუტინსა და მის რეჟიმს არ დაუწყია,ეს იყო ჯერ კიდევ 1954 წელს საბჭოთა ბირთვულ მეცნიერებში დაბადებული იდეა,რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ დახვეწა ანდრეი სახაროვმა,სწორედ იმ აკადემიკოსმა სახაროვმა,რომელიც შემდეგ ცნობილი საბჭოთა დისიდენტი გახდა და მოითხოვდა ბირთვულ განაირაღებას...

პუტინმა გააცოცხლა ხრუშჩოვის დროინდელი იდეა ბირთვულქობინიან მეგა-ტორპედოთი აშშ-ების დაშინების თაობაზე, რაც ხვალ-ზეგ აუცილებლად გამოიწვევს პრეზიდენტ ტრამპის საპასუხო მწვავე რეაქციას...