როგორ იქცევა მანქანის მძღოლი დადიანზე, სადაც მშობლები და ბავშვები აქციას მართავდნენ (ვიდეო) - კვირის პალიტრა

როგორ იქცევა მანქანის მძღოლი დადიანზე, სადაც მშობლები და ბავშვები აქციას მართავდნენ (ვიდეო)

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სკოლის მშენებლობის სწრაფად დასრულებასა და მანამდე ხელსაყრელი ალტერნატიული ადგილის გამოყოფას ითხოვენ.მეათე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.

აქცია გუშინ საღამოს, 28 ოქტომბერსაც ჩატარდა იმავე მოთხოვნებით.

აქციის მონაწილეთა თქმით, ამ პერიოდში ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, ზოგს - მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, განათლების ხარისხს აუარესებს.

ვიდეო: დოდი კა