"ასლანს ბოლო დროს დემენცია აწუხებს... რას ჰყვება აჭარის ყოფილ მეთაურზე ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ასლანს ბოლო დროს დემენცია აწუხებს... რას ჰყვება აჭარის ყოფილ მეთაურზე ოჯახის ახლობელი?

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­დი­ა­სივ­რცე­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ას­ლან აბა­ში­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, აბა­ში­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ თა­მაზ ბა­კუ­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. ბა­კუ­რი­ძე ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ას­ლან აბა­ში­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

- ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ ას­ლან აბა­ში­ძის დას­თან, ნარ­გიზ აბა­ში­ძეს­თან, რო­მე­ლიც ახლა ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ტო­ნი ას­ლა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ბოლო დროს ცოტა დე­მენ­ცია აწუ­ხებს. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია არ არის, რომ ჩა­ვარ­დნი­ლი იყოს, ხან­და­ხან მა­ღა­ლი წნე­ვე­ბიც აწუ­ხებს. 87 წლის არის და აბა რა იქ­ნე­ბა.

- შვი­ლი შე­ე­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ?

დიახ, აქე­დან წას­ვლის შემ­დეგ ბიჭი შე­ე­ძი­ნა, ალექ­სან­დრე აბა­ში­ძე, რო­მე­ლიც ახლა 10 წლის არის. რო­დე­საც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა. მისი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს გა­და­ვუ­რე­კე და არ და­დას­ტურ­და. შემ­დეგ მე­ო­რე დღეს ისევ გავ­რცელ­და და ისევ გა­დავ­რე­კე და ასე­ვე არ და­დას­ტურ­და. არ ვიცი, ვინ ერ­თო­ბა ამით. ალ­ბათ სა­ი­ტის რეკ­ლა­მა უნ­დო­დათ და და­წე­რეს.

- მე­ო­რე მე­უღ­ლე უვ­ლის ხომ ალ­ბათ?

- დიახ, მხო­ლოდ ის, მე­უღ­ლე და შვი­ლი ცხოვ­რო­ბენ სახ­ლში და დრო და დროს რძა­ლი, გი­ორ­გი აბა­ში­ძის მე­უღ­ლე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე სტუმ­რობს.

ას­ლან აბა­ში­ძის ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 87 წლის ას­ლან აბა­ში­ძე წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მიერ ნახ­სე­ნე­ბი უმ­ცრო­სი ვაჟი, ალექ­სან­დრე აბა­ში­ძე, სწო­რედ რუ­სეთ­ში შე­ე­ძი­ნა. ის ამ­ჟა­მად 10 წლი­საა. ალექ­სან­დრეს დედა, ანა­ი­და ოვ­კუ­მი­ა­ნი, აბა­ში­ძის მე­სა­მე მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც მათ ოჯახ­ში ბა­თუმ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და. აბა­ში­ძე 78 წლის იყო, რო­დე­საც მას მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ვრცლად