"აგერაა რუსთაველი... ადექით, მოაწყვეთ სარიშვილმა და ბოკუჩავამ აქცია და გადაავსეთ, რა გაწიკვინებთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"აგერაა რუსთაველი... ადექით, მოაწყვეთ სარიშვილმა და ბოკუჩავამ აქცია და გადაავსეთ, რა გაწიკვინებთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ნაცების და მათთან გათანაბრებულთა საყურადღებოდ: 1. ვარ მხოლოდ და მხოლოდ ფედერალისტების SAXE - "საელთო სახალხო", "ობშეპიტი" და "შირპოტრები" - არ ვარ.ვისაც ჩემი SAXE მოსწონს - ფედერალისტებს შემოუერთდეს!

2. თუ რომელიმე პარტიას უნდა სააკაშვილთან ერთობა, დრაკში სარი უთხრია, მუცელში - სამართებელი.ჩვენ, ფედერალისტებს არ გვინდა.ჩვენ ავტოკრატებს ახლოს არ გავიკარებთ, იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ და პროცესიც დემოკრატიულია - ავტოკრატია პროცესთან და ჩვენთან შეუთავსებელია.

3. ანუ რაზე მოთქვამთ ჩემთვის სრულიად გაუგებარია - ვისაც თქვენთან უნდა, თქვენთან იყოს.ჩვენთან ეგეთები მაინც ვერ იქნებიან - ვერ იქნებიან ანკესზე წამოცმული ავტოკრატების შემწყნარებლები, არ ვცემ პატივს ჩმორებს.ანუ გასაყოფიც კი არაფერია ჩვენ შორის.

4. აგერაა კიდევ რუსთაველის პროტესტი. ყოველდღე გავდივართ, მაგრამ 8 ნოემბრამდე დიდ აქციას არ ვაპირებთ - ადექით, მოაწყვეთ სარიშვილმა და ბოკუჩავამ აქცია და გადაავსეთ, რა გაწიკვინებთ" - წერს ჩერგოლეიშვილი.