თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.
თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე თბილისის მუნიციპალიტეტის წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა, ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
2017-2021 წწ-ში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2012 – 2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე."ინტერპრესნიუსი"