"მოსკოვში, პაკლონაია გორაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოდან ჩასულებიც დაესწრნენ" - შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია
მოსკოვში, პაკლონაია გორაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოდან ჩასულებიც დაესწრნენ. ამის შესახებ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ინფორმაციაშია ნათქვამი.
პაკლონნაია გორაზე, გამარჯვების მუზეუმში გაიმართა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა თემატური კონფერენცია "80 წელის დიდი გამარჯვებიდან. შევინარჩუნოთ ისტორიული სიმართლე".
"ღონისძიებაში თითქმის 100 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმართა. მან ისტორიის ფალსიფიკაციის დაუშვებლობაზე და საზღარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.