რაღაც "დაცოცავს" მარსის ქვიშიანი ბორცვების ქვეშ - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
ყოველ გაზაფხულზე მარსის ქვიშიანი ბორცვების ქვეშ რაღაც "დაცოცავს". მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა არის ეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მარსის ქვიშიანი ბორცვების დაკლაკნილი არხები ეროზიის კვალს ჰგავდა, რომელსაც სითხის ნიაღვრები იწვევს. მეცნიერებს ათწლეულების განმავლობაში ეგონათ, რომ ეს ადასტურებდა - მარსზე ოდესღაც წყალი იყო. თუმცა ახალმა კვლევებმა დაადგინეს, რომ საქმე წყალში კი არა, მშრალ ყინულშია - მყარი ნახშირორჟანგი.
უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლონეკ რელოფსის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს: ყინულის ნამსხვრევები არა მხოლოდ სრიალებდნენ ბორცვებზე, არამედ ქვიშაშიც ეფლობოდნენ და დაკლაკნილ "არხებს" აყალიბებდნენ.
მათი გააქტიურება ყოველ გაზაფხულზე ხდება. ზამთარში მარსის ატმოსფერო, რომელიც ნახშირორჟანგით მდიდარია, მიწაზე "ჯდება" და მშრალ ყინულს აყალიბებს. გაზაფხულზე კი ხდება მათი აორთქლება, დარჩენილი ფრაგმენტები კი მოძრაობას იწყენებ და ბორცვებიდან ქვემოთ ეშვებიან. ნაწილი ქვიშაში ეფლობა, დნება და ზემოთ ამოიტყორცნება, რაც იმის იმიტაციას იწვევს, თითქოს რაღაც "დაცოცავს".