ტრაგედია თურქეთში - ჩამოინგრა 7-სართულიანი კორპუსი, რასაც ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია თურქეთში - ჩამოინგრა 7-სართულიანი კორპუსი, რასაც ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ გებ­ზე­ში 7 სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც ერთი ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­ი­ღუ­პა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ბი­ლი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, 43 წლის მამა - ლე­ვენ­თი, 37 წლის დედა ემი­ნე, 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰა­რუ­ნი და 12 წლის ბიჭი - მუ­ჰა­მედ ემი­რი. გა­დარ­ჩა ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთი წევ­რი, უფ­რო­სი შვი­ლი, 18 წლის დი­ლა­რა. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან მისი ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს და გო­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო.სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში 627 მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რო­გორც თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო, "ანა­დო­ლუ" წერს, შე­ნო­ბის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა გებ­ზეს მერი, ზი­ნურ ბუ­ი­უ­კო­ზი ამ­ბობს, რომ ტრა­გე­დია ტე­რი­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბას შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია. გააგრძელეთ კითხვა