შეიწყალებს თუ არა"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკებისთვის დაკავებულ ორსულ ბრიტანელს? ადვოკატი ყაველაშვილს მიმართავს: რას წერს ბრიტანული მედია? - კვირის პალიტრა

შეიწყალებს თუ არა"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკებისთვის დაკავებულ ორსულ ბრიტანელს? ადვოკატი ყაველაშვილს მიმართავს: რას წერს ბრიტანული მედია?

19 წლის ბელა კალი (Bella Culley), დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის­თვის და­ა­კა­ვეს, ამ ეტაპ­ზე კვლავ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მალე პა­ტიმ­რო­ბას თავი და­აღ­წი­ოს. მას შემ­დეგ, რაც მის­მა ოჯახ­მა უზარ­მა­ზა­რი თან­ხა - 140 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის პი­რო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­ი­ხა­და, მას პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­უმ­ცირ­დეს, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი ად­ვო­კა­ტი ახლა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის­გან, შე­წყა­ლე­ბას ითხოვს, - რის თა­ო­ბა­ზეც უცხო­უ­რი მე­დია წერს.

სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა და შე­წყა­ლე­ბის იმე­დია, ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ა.წ. მა­ის­ში, თბი­ლის­ში 200,000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კა­ნა­ფის შე­მო­ტა­ნის­თვის და­ა­კა­ვეს, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია, რის შე­დე­გა­დაც 2 ნო­ემ­ბერს მას ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ეს­ჯე­ბა. ამის სა­ნაც­ვლოდ, მის­მა ოჯახ­მა 500,000 ლარი (£140,000) ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­და.

მისი ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ია ცდი­ლობს, რომ ბელა სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და ამის­თვის ყა­ვე­ლაშ­ვილს მი­მარ­თავს, რათა ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბი­სა და სხვა შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­წყა­ლე­ბა მი­ი­ღოს.

მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ას თქმით, შე­წყა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბელა კალი ქვე­ყა­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვებს. შე­წყა­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ად­ვო­კა­ტი პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის (ე.წ. უდო) შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს, რაც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

პა­ტიმ­რო­ბა ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად

"ბელა კალს, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში იმ­შო­ბი­ა­რებს, უკვე ექ­ვსი თვე აქვს მოხ­დი­ლი. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მას წინ კი­დევ 18 თვე ელო­დე­ბა გი­სო­სებს მიღ­მა. მისი ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უარ­ყო­ფი­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­წყა­ლე­ბის აქტი არ შედ­გე­ბა, გო­გო­ნას შე­ეძ­ლე­ბა ბავ­შვი სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ზარ­დოს. ად­ვო­კა­ტის თქმით, მას გა­მო­ე­ყო­ფა "ცალ­კე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი“

გააგრძელეთ კითხვა